ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაჭრობა და პოლიტიკა კონფლიქტურ ზონებთან


ვაჭრობა და პოლიტიკა კონფლიქტურ ზონებთან
ვაჭრობა და პოლიტიკა კონფლიქტურ ზონებთან

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებამ შექმნა გარკვეული უხერხულობები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, რომელთაც იგი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებს ოფიციალურად.

საბაჟო სფეროში თანამშრომლობის გამყარების შესახებ კანონს ხელი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა მოაწერა. კანონი „რუსეთის ფედერაციას, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის მიერ საბაჟო საქმეებთან დაკავშირებით თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“ არანაირად ხელს არ შეუშლის საერთაშორისო მონიტორების განლაგებას საქართველო–რუსეთის საზღვარზე, რაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მისი გაწევრიანების შედეგადაა დაგეგმილი. ამის შესახებ ჩვენთან საუბრისას ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა. „საერთაშორისო მონიტორები საქართველო–რუსეთის საზღვართან სამ ადგილას განაგდებიან. ისინი რუსეთის ფედერაციის მხრიდან გააკონტროლებენ ტვირთბრუნვას,“– აცხადებს ექსპერტი.

საერთაშორისო მონიტორები საქართველო–რუსეთის საზღვარზე დააკვირდებიან და აღნუსხავენ იმ ტვირთს, რაც რუსეთის ფედერაციიდან შედის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და პირიქით. იარაღის, ან სამხედრო ტექნიკის გადატანის შემთხვევაშიც აღწერა ჩვეულებრივად მოხდება. „თავად სამხედრო ტვირთის გახსნას და გადამოწმებას, ეჭვი მაქვს რუსული მხარე დათანხმდეს, თუმცა რაც შეეხება აღწერას და მისი პროპორციულობის მონიტორინგს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფ სამხედრო პირებთან მიმართებით, ვფიქრობ, ეს შესაძლებელი იქნება,“– ამბობს კახა გოგოლაშვილი. იგი იმასაც დასძენს, რომ შეთანხმების დოკუმენტი ექსპერტებს ჯერ არ უნახავთ, ამდენად ვერაფერს იტყვის იმის შესახებ, მაგალითად რა სანქციებია გაწერილი იმ შემთხვევაში, თუ მონიტორებმა გარკვეული შეუსაბამობები აღმოაჩინეს კონტროლის პროცესში.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებამ შექმნა გარკვეული უხერხულობები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, რომელთაც იგი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებს ოფიციალურად. კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ აფხაზი საზოგადოება უკმაყოფილებას გამოთქვამდა საქართველო–რუსეთის შეთანხმების შესახებ, რომელიც მათი იგნორირებით გაკეთდა. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, ექსპერტი ამბობს, რომ ცხინვალში ინფორმაციის ნაკადს რუსეთი აკონტროლებს, ამდენად მისთვის არასასურველი თემები იქ აქტუალობას ვერ შეიძენს, რაც, ამ შემთხვევში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მისი გაწევრიანების ამბავმაც დაადასტურა. ცხინვალში, გამალებულ წინასაარჩევნო პერიოდში აღნიშნული თემა არავის წამოუწევია.

ტვირთების მოძრაობა საქართველო–რუსეთის საზღვარზე სამი მიმართულებით გაკონტოლება: აფხაზეთიდან, რომელიც მოიცავს მონაკვეთს სოფელ ადლერიდან თითქმის ზუგდიდამდე, სამხრეთ ოსეთიდან: ზემო სარამაგიდან ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიამდე და ზემო ლარსთან.

XS
SM
MD
LG