ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფოლკსვაგენი - ავტოინდუსტრიის ახალი ლიდერი


ფოლკსვაგენი - ავტოინდუსტრიის ახალი ლიდერი

ავტომობილების ინდუსტრიის ანალიტიკოსების განცხადებით, წლის უმსხვილესი ავტომწარმოებელი „ფოლკსვაგენი“ გახდება და ის უკან ჩამოიტოვებს „ტოიოტას“ და „ჯენერალ მოტორსს.“ „ფოლკსვაგენის“ წარმატების მიზეზად ტოიოტას წარმოების შემცირება დასახელდა, რაც თავის მხრივ იაპონიაში მომხდარმა მიწისძვრამ განაპირობა. ექსპერტების განცხადებით, „ფოლკსვაგენის“ გაყიდვები 20 პროცენტით გაიზარდა ჩინეთში და თითქმის გაორმაგდა ინდოეთში. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ „ტოიოტა“ სიძნელეების გადალახვას და ლიდერის პოზიციაზე გასვლას 2012 წლის ბოლოსთვის შეძლებს.

XS
SM
MD
LG