შეერთებულშტატებში
ავტომობილების რაოდენობა მცირდება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ამერიკის ავტომობილების
ბაზარზე ჯართში ჩაბარებული მანქაბების რაოდენობა გაყიდული ახალი მანქანების რაოდენობას
აღემატება. 2008 წელს 250 მილიონი ახალი მანქანა გაიყიდა ამერიკაში, რაც რეკორდული
მაჩვენებელი იყო. 2009 წელს კი ამ რაოდენობამ 4 მილიონით ანუ 246 მილიონამდე დაიკლო.
„მართვის მოწმობის აღება და შემდეგ მაქნანის ყიდვა სამეურნეო რაიონებში თითქმის სავალდებულოდ ითვლებოდა,“ ამბობს ის.
ბატონი ბრაუნი დღეს დედამიწის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორია. ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მანქნის გამოყენებაზე დამოკიდებულება საგრძნობლად შეიცვალა. დღეს ახალგაზრდები არ არიან დაინტერესებული მანქანის ტარებით. ეს იმის გამო ხდება, რომ ახალგაზრდების უფრო მეტი რაოდენობა იზრდება ქალაქში და ისინი უმანქანოდ ცხოვრებას ეჩვევიან. „ახალგაზრდები სოციალიზაციის საშუალებად მანქანების ნაცვლად ინტერნეტს, ტელეფონებსა და სხვა სახის ტექნოლოგიებს იყენებენ,“ თქვა ბატონმა ბრაუნმა.
ეინშტეინის აზრით, ეს ცუდის ნიშანია, რადგანაც ერთი ახალი მანქანის მყიდველისთვის მცირდება შეღავათების მიღების საშუალება. ხოლო თუ ახალი მანქანები არ გაიყიდა, ადვილი მოსალოდნელია ქარხნების დაკეტვა ან ქარხნებში მუშების შემცირება. ბატონი ბრაუნი ფიქრობს, რომ ქარხნების დაკეტვა ამერიკაში უფრო ჯანსაღი ავტოინდუსტრიის შექმნას შეუწყობს ხელს:
ბატონი ბრაუნის აზრით, ამერიკის ავტო ინდუსტია შეიძლება მალე იაპონიისას დაემსგავსოს. იაპონიაში თითქმის ყველა მოზარდს რაიმე სახის ავტომანქანა ჰყავს. მაგრამ ამასთან ერთად:
„იაპონიამ მანქანების ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვის შესაძლებლობა 1990 წელს ამოწურა და მას შემდეგ მანქანების ბაზარი 21 პროცენტით შეიკუმშა.“
„ამერიკაში ქალაქები გაცილებით შორს მდებარეობს ერთმანეთისგან, ვიდრე სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. ამიტომ, ამერიკელებს ძალიან გაუჭირდებათ მანქანებზე უარის თქმა, რადგანაც მათ სხვა მოსახერხებელი ალტერნატივა არ აქნებათ,“ აცხადებს ბატონი პოლი.
მანქანის თავდაპირველი დანიშნულოება ადვილი და სწრაფი გადაადგილება იყო. დღეს მძღოლებს ყოველდღიურად უწევთ საცობებში ლოდინი, გადატვირთულ მოძრაობაში დღის დიდი ნაწილის გატარება და ამასრთან, გარემოს დაბინძურებაც. ეს გლობალური პრობლემაა.
ბატონი ბრაუნი ამბობს, რომ ავტომანქანების ბაზრის შეკუმშვა ერთი მხრივ დადებითი მოვლენაა, რადგანაც ის კლიმატის ცვლილების პრობელმაზე მუშაობის საშუალებას მოგვცემს: „ეს ნაკლები ნავთობის წვას ნიშნავს. ამან ასევე შეიძლება შეამციროს ჩვენი დამოკიდებულება სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ ნავთობზე. ეს კი თავის მხრივ უცხოეთში წასასვლელ კაპიტალს ამერიკაში დატოვებს ინვესტირებისთვის. მანქანების ნაკლებობა ასევე ნიშნავს იმას, რომ შემცირდება ნახშირორჟანგის გამოყოფა და გარემოს დაბინძურება.“
ბატონი ბრაუნის პროგნოზით, ავტომანქანებზე მოთხოვნილების შემცირებამწარმოებლებს აიძულებს ტრადიციული საწვავის ძრავების ნაცვლად მანქანებში ჰიბრიდი ან ელექტრო ძრავები გამოიყენონ. ამისი ნათელი მაგალითი ის არის, რომ 2009 წელს, შეერთებულ შტატებში გაყიდული მანქანების ათეულში ტოიოტა პირასი შევიდა. ის კომპანიები, რომლებიც ამ მიმდინარეობებს არ გაითვალისწინებენ და ტექნოლოგიურ ცვილილებებს არ დანერგავენ, ავტო ინდუსტრიის წარსულს ჩაბარდებიან.