ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტოიოტა ჩინეთში წარმოებას ამცირებს


ტოიოტა ჩინეთში წარმოებას ამცირებს

იაპონიური ავტომწარმოებელი ტოიოტა აცხადებს, რომ ჩინეთში მანქანათმშენებლობის მოცულობას 30 დან 50 პროცენტამდე შეამცირებს. საწარმოები სრული დატვირთვით მუშაობას ივნისში გააგრძელებენ.

წარმოების შემცირება მანქანის ნაწილების უკმარისობას უკავშირდება. 11 მარტს მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ სამ დღეში ტოიოტამ იაპონიაში 18 საწარმო დაკეტა, რამაც მსოფლიო ბაზარზე ტოიოტას ნაწილების მარაგი საგრძნობლად შეამცირა.

ჩინეთის გარდა ტოიოტას საწარმოები დაიკეტა ევროპასა და ამერიკაში.

XS
SM
MD
LG