ლიბანის პრემიერ-მინისტრად დანიშნულმა ჰეზბოლას მხარდაჭერის მქონე ნაჯიბ მიკატიმ განაცხადა, რომ იგი კარგ ურთიერთობას დაამყარებს აშშ-სთან და შეეცდება კონსენსუსის მიღწევას ტრიბუნალთან მიმართებაში, რომლის დასკვნამაც ლიბანის წინა მთავრობის დაშლა გამოიწვია. მისივე თქმით, იგი კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებს საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან და ყველა არაბულ სახელმწიფოსთან. მიკატიმ უკვე დაიწყო ახალი მთავრობის შედგენა. იგი უკვე შეხვდა ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, საად ჰარირის ჩათვლით, რომელმაც განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას იმ მთავრობაში, რომელშიც ჰეზბოლას კანდიდატები არიან.
პოპულარული
1