ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საკონსულოებში ვიზების საფასური იზრდება


აშშ-ის საკონსულოებში ვიზების საფასური იზრდება
აშშ-ის საკონსულოებში ვიზების საფასური იზრდება

ფასების მატების შესახებ განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გაკეთა

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საკონსულოებში არაიმიგრანტისა და სამუშაო ტიპის ვიზების საფასური იზრდება.

განცხადებაში აღნიშნულია,რომ ტარიფის ზრდა უშიშროების გაძლიერების მიზნითა და რიგი მიზეზების გათვალისწინებითაა გამოწვეული. 2010 წლის 4ივნისიდან შეერთებული შტატების საკონსულოში ტურისტული, სამსახურეობრივი და სტუდენტური ვიზის ფასი 140 დოლარი იქნება, ხოლო ეგრეთწოდებული სამუშაო ვიზების ფასი 150 დოლარამდე მოიმატებს. რაც შეეხება ამერიკელი მოქალქეების საქმროებსა და საცოლეებს ვიზის ასაღებად 350 დოლარის გადახდა მოუწევთ.

XS
SM
MD
LG