გაერომ პაკისტანში წყალდიდობით გამოწვეული ზარალის შედეგები გამოაქვეყნა. გაეროს მონაცემებით სტიქიამ 4 მილიონი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. პაკისტანში თავად გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი იმყოფებოდა. ამ ვიზიტის თაობაზე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. შეერთებული შტატები კი მზადაა პაკისტანისთვის გამოყოფილი დახმარება გაზარდოს. ასევე სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მონაწილეობას მიიღებს გაეროს ეგიდით დაგეგმილ შეხვედრაში, რომელიც პაკისტანისთვს დახმარების გაწევას მიეძღვნება. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა ფილიპ ქროულიმ განაცხადა.
„ამ კატასტროფისადმი არსებითი ხარისხობრივი მიდგომაა, და ეს უკავშირდება იმას, რომ პაკისტანში ისევ წვიმს და წყალდიდობები მატულობს. თუ ასე გაგრძელდა, კატასტროფა იქნება. ამისათვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გრძელვადიანი დახმარების პაკეტის შექმნა,“- დასძინა ქროულიმ.