ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზაში მცურავმა გემმა გეზი იცვალა


მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავი გემი ღაზას სანაპიროს ნაცვლად ეგვიპტის პორტ ალ არიშში შევა.

ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც ღაზას სექტორის ბლოკადის დარღვევას აპირებდა, ღაზას სანაპიროს ნაცვლად ეგვიპტის პორტ ალ არიშში შევა. ეს გადაწყვეტილება გემის კაპიტანმა მას შემდეგ მიიღო, რაც ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები მოლდოველ და ბერძენ კოლეგებს შეხვდნენ და გემის კურსის შეცვლაზე მოელაპარაკენენ.

ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი ლიბიის ლიდერის მუჰამედ კადაფის მიერ იყო გაგზავნილი. ის 2000 ტონა სურსათისა და მედიკამენტებისგან შედგება.

შეგახსენებთ, რომ მაისში ისრაელის სპეც-სამსახურების მიერ ჰუმანიტარული დახმარების ფლოტილიაზე რეიდის ჩატარების შედეგად პალესტინის ცხრა მხარდამჭერი აქტივისტი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG