ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ კუბაში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მიესალმება


ბევრი პატიმრის ოჯახის წევრისთვის სიახლე გათავისუფლების შესახებ მოულოდნელი აღმოჩნდა.

კუბის კომუნისტური მთავრობა, ქვეყნის კათოლიკური ეკლესიის მოწოდებისამებრ, 52 პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას დათანხმდა. 5 მათგანს ახლო მომავალში გაათავისუფლებენ და ესპანეთში გააგზავნიან, დარჩენილი 47 კი ციხეს მომდევნო თვეში დატოვებს.

ბევრი პატიმრის ოჯახის წევრისთვის სიახლე გათავისუფლების შესახებ მოულოდნელი აღმოჩნდა. ელსა მორეიონის მეუღლე ერთ-ერთი პატიმართაგანია.

“ვფიქრობ ჩემი მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვლება, მის გარეშე ძალიან გამიჭირდა, ახლა მასთან ერთად თავს როგორც ქალი, ცოლი, პროფესიონალი სრულყოფილად ვიგრძნობ.”

ბოლო წლების მანძილზე ეს კუბის მთავრობის მხრიდან ყველაზე დიდი გათავისუფლებაა. პიტერ ჰაკიმი ორგანიზაცია ინტერ-ამერიკული დიალოგიდან ამბობს, რომ მდგომარეობას ფრთხილი ოპტიმისტიმიზმით უყურებს.

“ყოველთვის გადამეტებულია იმის გათვლა, თუ რა მოხდება კუბაში, რადგან რამდენჯერაც ეს ვცადეთ, იმდენჯერ იმედგაცრუებულები დავრჩით. დღეს გათავისუფლება შესაძლოა ხვალ რეპრესიის მომასწავლებელი იყოს.”

თუმცა ფილიპ პეტერსი ლექსინგოტნის უნივერსიტეტიდან თვლის, რომ კათოლიკური ეკლესიის მოწოდების შემდეგ კომუნისტური მთავრობის მხრიდან პატიმართა გათავისუფლება პროგრესული ნაბიჯია.

“ეს უკვე სიახლეა, რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს,რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ერთბაშად გაქრება, მაგრამ გათავისუფლება უკვე რაღაცას ნიშნავს.”

ბევრი ამერიკელი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ამ ფაქტმა შესაძლოა ამერიკის მთავრობას უკარნახოს კუბაზე სავაჭრო და სამოგზაურო შეზრუდვების მოხსნისკენ.

“ვფიქრობ რომ ხალხი განსაკუთრებით ახლა მოწადინებულია 50 წლის შემდეგ ურთიერთობის ახალი ფორმის გამოცდით.”

ამერიკის წარმოამდგენელთა პალატა კანონპროექტს განიხილავს, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც ამერიკის მოქალაქეებმა კუნძულზე შეზღუდვების გარეშე მოგზაურობა უნდა შეძლონ.

კუბის მთავრობაში ამბობენ, რომ მათ პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავთ. ათობით დაკავებულ ადამიანს, ისინი ამერიკის მხრიდან დაქირავებულ პიროვნებებს უწოდებენ, რომლებსაც კომუნისტური რეჟიმის დამხობა სურთ. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პატიმრების გათავისუფლებას დადებითი შეფასება მისცა, თუმცა ემბარგოს მოხნის საკითხი არ წამოუჭრია.

“ჩვენ ამ ფაქტს მივესალმებით და ვთვლით, რომ ეს პოზიტიური ნიშანია. ეს ის არის, რაც ოდნავ დაგვიანებული, მაგრამ მაინც მისასალმებელია.”

ამერიკელები, ვისაც კუბაზე ფსონი აქვს დადებული, დააკვირდებიან გააკეთებს თუ არა თეთრის სახლი მორიგ ნაბიჯს კომუნისტურ რეჟიმთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

XS
SM
MD
LG