სამხრეთ ყირგიზეთში მომხდარი არეულობის შედეგად, წინასწარი მონაცემებით ერთი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 37-ი დაიჭრა. ამის მიზეზი კი განდევნილი პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის მომხრეებსა და დროებითი მთავრობის ძალებს შორის შეტაკება გახდა.
ბაკიევის მომხრეებმა სამხრეთის რეგიონში სამთავრობო შენობების დაკავებაც მოახერხეს. მწვავე ბრძოლები გაიმართა ჯალალაბადში, სადაც დროებითი მთავრობის მომხრეებმა სამთავრობო შენობების გათავისუფლება სცადეს. შეტაკებების დროს ავტომატური იარაღიც იყო გამოყენებული. მედპერსონალის ცნობით, დაახლოებით 10 ადამიანი ცეცლხსასროლი იარაღით მიღებული ჭრილობები აქვთ, დანარჩენებს კი ქვებისგან და სხვა მძიმე საგნებისგან მიყენებული ტრავმები აღენიშნებათ.
საბოლოოდ, დროებითი მთავრობის მომხრეებმა ოშსა და ჯალალაბადში დაკავებული შენობების გათავისუფლება მოახერხეს.