ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი უკანონო მშენებლობების შეწყვეტას არ აპირებს


რამდენიმე სხვა პროექტის დაწყება ორი წლით გადაიდება.

ისრაელი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობების შეწყვეტას არ აპირებს. ისრაელის ინფორმაციის მინისტრმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმში მიმდინარე მშენებლობები გაგრძელდება. მაგრამ მომავლისთვის დაგეგმილი რამდენიმე სხვა პროექტის დაწყება ორი წლით გადაიდება. ამ დროს კი იერუსალიმის მერმა ნირ ბარკატმა პირობა დადო, რომ მშენებლობები გაგრძელდება ქალაქის ყველა მაცხოვრებელის საკეთილდღეოდ.

XS
SM
MD
LG