ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში კორეის ნახევარკუნძულის თემაზე მსჯელობენ


ვაშინგტონში კორეის ნახევარკუნძულის თემაზე მსჯელობენ
ვაშინგტონში კორეის ნახევარკუნძულის თემაზე მსჯელობენ

ჩინეთის ლიდერმა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოთქვა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩინეთს ჩრდილოეთ კორეისთვის „მკაფიო“ გზავნილის გადაცემა სთხოვა.

ამავდროულად ვაშინგტონში შეკრებილი იაპონელი, სამხრეთ კორელი და ამერიკელი დიპლომატები კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილ ვითარებაზე მსჯელობენ. დიპლომატიური აქტიურობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხრეთ კორეის მიერ დაწყებული ხუთდღიანი სამხედრო წვრთნები, ჩრდილოეთ კორეამ ომის პროვოცირების მცდელობად შეაფასა.

პრეზიდენტი ობამა თავის ჩინელ კოლეგას ჰუ ძინტაოს ტელეფონით ესაუბრა, მას შემდეგ რაც დღეს სამხრეთ კორეამ სამხედრო წვთრნები დაიწყო.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ძუ ძინტაოს სთხოვა, რათა ამ უკანასკნელმა დაარწმუნოს ფხენიანი, რომ მის პროვოკაციები მიუღებელია.

ჩინეთის ლიდერმა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და მხარეებს არსებული პრობლემის ცივი და რაციონალური გონებით გადაჭრისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG