ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს ხელშეკრულების რატიფიკაციას სთხოვენ


აშშ-ს ხელშეკრულების რატიფიკაციას სთხოვენ

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებამ დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა ნატოს სამიტზე მონაწილე მხარეებს შორის.

ევროკავშირი და რუსეთი შეერთებულ შტატებს მოუწოდებენ, დაასრულოს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მიმდინარე ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების რატიფიკაცია.

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებამ დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა ნატოს სამიტზე მონაწილე მხარეებს შორის.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია და სისრულეში მოყვანა ამერიკის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სენატი კანონს უახლოეს მომავალში დაამტკიცებს. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელი სენატორები ხელშკერულების წინააღმდეგ გამოდიან.

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ხელშეკრულების წარუმატებლობა ევროპას უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნის. მისი განცხადებით, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ფონზე, რუსეთი მზად არის ითანამშრომლოს ნატოსთან ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგების საკითხის ირგვლივ.

XS
SM
MD
LG