ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირმის პროდემოკრატიული პარტიები აპროტესტებენ


AP Burma General Shwe

სამხედრო ხუნტის მოკავშირე პარტიებმა ამომრჩეველთა ხმების 80 პროცენტი მიიღეს.

ბირმის ძირითადი პროდემოკრატიული პარტიები კვირას ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აკრიტიკებენ. ისინი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

ოფიციალური მონაცემებით, სოლიდარობის კავშირმა და განვითარების პარტიამ, რომლებიც ბირმის სამხედრო ხუნტის მოკავშირე პარტიებს წარმოადგენენ, ამომრჩეველთა ხმების 80 პროცენტი მიიღეს და ახალ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით შევლენ.

საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ბირმაში მოქმედმა ოპოზიციურმა პარტიებმა - ეროვნულ-დემოკრატიულმა ძალამ და დემოკრატიულმა პარტიამ კი, პარლამენტში მხოლოდ რამდენიმე ადგილის დაკავება შეძლეს.

XS
SM
MD
LG