მსოფლიოს ოცი წამყვანი ეკონომიკის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკის დირექტორები სამხრეთ კორეაში შეიკრიბნენ.
შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა ტიმოთი გეიტნერმა კოლეგებს ვაჭრობის რეგულაციისკენ მოუწოდა, რამაც მზარდი ეკონომიკის ქვეყნების, იაპონიის და გერმანიის უკმაყოფილება გამოიწვია.
ზოგიერთი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ სავაჭრო ბალანსის დარღვევა იმ ქვეყნებს აზარალებს, რომლებსაც სავაჭრო დეფიციტი გააჩნიათ და უმუშევრობის გაზრდას უწყობს ხელს.
კანადის ფინანსთა მინისტრის ჯიმ ფლაერტის განცხადებით:
“ ჩვენ საერთო გეგმის შემუშავებას ვცდილობთ, რათა ზოგიერთმა სახელმწიფომ ხელი აიღოს საკუთარი ვალუტის კურსის უპირობო დაცვისგან.“
მისი თქმით, დიდი ოცეულის ყველა წევრი დაინტერესებულია, რომ სადაო საკითხებზე შეთანხმება მოხერხდეს.