ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი სამხედრო დამნაშავეების მიმართ კანონს ცვლის


ბრიტანეთი სამხედრო დამნაშავეების მიმართ კანონს ცვლის

ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელები არ ამჟღავნებენ,თუ კონკრეტულად რა ცვლილებებს შეიტანენ კანონში.

ბრიტანეთის სახელმწიფო აპირებს შეცვალოს კანონი, რომლის საფუძველზეც დღემდე ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო დამნაშავეების დაპატიმრებაზე ორდერს გასცემენ. ამ დაგეგმილი ცვლილების მიზეზი კი სავარაუდოდ ის ფაქტია, რომელიც გასულ წელს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ციპი ლივნის ბრიტანეთში ვიზიტის წინ მოხდა. ქალბატონმა პრემიერმა ბრიტანეთში ჩასვლაზე უარი იმ მოტივით განაცხადა,რომ მასზე დაპატიმრების კანონი იყო გაცემული.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, 2009 წლის დეკემბერში ისრაელის პრემიერ მინისტრმა შეიტყო, რომ თუ იგი ბრიტანეთის საზღვარს გადაკვეთდა, ღაზას სექტორში ჩადენილი დანაშაულების გამო, როგორც სამხედრო დამნაშავეს დააპატიმრებდნენ. მაშინვე ბრიტანეთის საგარეოს საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბანდმა პრემიერს პირობა მისცა, რომ კანონს უახლოეს ხანში შეცვლიდა. ახლა უკვე ბრიტანეთის მთავრობას სახალხო მოსამართლე ესაჭიროება, ვინც სამხედრო დამნაშავეთა დაპატიმრებაზე ორდერების გაცემას ვეტოს დაადებს.

ადამიანის უფლებათა დამცველები ამ წამოწყებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან:

„ამ ნაბიჯით ბიუროკრატიული კიდევ ერთი დაბრკოლება შეიქმნება, რის შემდეგაც ძნელად, რომ ვინმე დაპატიმრებას გაექცეს და კანონს თავი მაინც აარიდოს.“

1998 წელს ყოფილი ჩილელი დიქტატორი ავგუსტო პინოჩეტი ესპანეთის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე ბრიტანეთში დააპატიმრეს და იგი პირველი მსჯავრდებული იყო, ვინც საერთაშორისო იურისდიქციამ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დააკავა. თუმცა პინოჩეტმა ბრიტანეთში პატიმრობაში 16თვე დაჰყო, რის შემდეგაც იგი ჯანმრთელობის საფუძველზე გააათავისუფლეს.

სამხედრო დანაშაულის ექსპერტის ჯეიმს ქროუს აზრით,ის რაც გასულ წელს ციპი ლივნისთან დაკავშირებით მოხდა,დიპლომატიური დონეზე სამარცხვინო ფაქტად შეფასდა.ამიტომ საჭიროა სამხედრო დამნაშავეთა დაპატიმრებაზე ორდერის გაცემის კანონი გადაიხედოს ,რათა მსგავსი შემთხვევას მომავალში აღარ განმეორდეს:

„საჭიროა კანონი შეიცვალოს, რადგან ამ პრინციპით ნებისმიერ ადამიანი შეიძლება განსასჯელის სკამზე მოხვდეს. დაპატიმრების ორდერის აღება ძალზე იოლი პროცედურაა და კანონითაც გამარტივებულია“

ანალიტიკოსებს ასევე სჯერათ, რომ კანონის შეცვლით მომავალში შეიზღუდება პოლიტიკური მოტივით კონკრეტულ პირებზე დაპატიმრების ორდერის გაცემაც. თუმცა ოპონენტების აზრით, დიპლომატიურ და სავაჭრო ურთიერთობებზე უფრო მაღლა ქვეყანაში სამართალი უნდა იდგეს.

ბოსნიელი პრეზიდენტი ეჯუპ განიჩი ბრიტანეთმა სერბიის მოთხოვნით, სამხედრო დანაშაულის ბრალდებით დააპატიმრა. ხელშეკრულების საფუძველზე ბრიტანეთის სასამართლო ვალდებული იყო საქმისთვის სვლა მიეცა. მაშინ ემინა განიჩმა, რომელიც დაპატიმრებული პრეზიდენტის ქალიშვილი გახლავთ , შემდეგი განცხადება გააკეთა:

„იმედი მაქვს, რომ მთავრობა გაითვალისწინებს, თუ როგორ დააპატიმრეს მამაჩემი და რა მდგომარეობაში ამყოფებენ მას ბრიტანეთის ყველაზე გაუსაძლისი პირობების მქონე საპატიმროში „

ამ განცხადებიდან 5 თვეში მოსამართლეებმა განიჩის საქმე ბრალეულობის დამამტკიცებელი საბუთის არქონის გამო დახურეს და ყოფილი პრეზიდენტი გაათავისუფლეს. ადვოკატებისთვის განიჩის გათავისუფლება უდიდესი გამარჯვება იყო, ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ბრიტანეთის სასამართლო სისტემაში ცვლილებები აუცილებლად უნდა გატარებულიყო.

ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელები არ ამჟღავნებენ, თუ კანონში კონკრეტულად რა ცვლილებებს შეიტანენ, თუმცა იმას დაბეჯითებით აცხადებენ, რომ ამ პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდება.

XS
SM
MD
LG