ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უმაღლესი დონის შეხვედრა განაგრძობს მუშაობას


გაეროს სამდღიანი უმაღლესი დონის შეხვედრა ისახავს მსოფლიოში სიღატაკის, შიმშილის და ავადმყოფობების დაძლევას მომავალი 5 წლის განმავლობაში. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა საერთაშორისო საზოგადოებრიობას მოუწოდა, რომ შეასრულოს ის დაპირებები, რომლებიც მან მსოფლიოს ხალხებს 10 წლის წინ მისცა. უმაღლესი დონის შეხვედრაში მონაწილეობს 140 ქვეყნის ლიდერი. აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს ხვალ ამ შეხვედრის დასრულებამდე.

XS
SM
MD
LG