ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-თურქეთის ურთიერთობა სულ უფრო იძაბება


ამერიკა-თურქეთის ურთიერთობა სულ უფრო იძაბება

აშშ- ს გადაწყვეტილება არ მიიღოს მონაწილეობა თურქეთის შეიარაღებული ძალების ყოველწლიურ წვრთნაში დიდ მითქმა-მოთქმას იწვევს ნატოს ამ ორი მოკავშირის ურთიერთობის საკითხზე. ამერიკა-თურქეთის ურთიერთობაზე განსაზღვრულწილად უარყოფითი გავლენა იქონია თურქეთ-ისრაელის ურთიერთობის მკვეთრმა გაუარესებამ და ანკარას გადაწყვეტილებამ ხმა არ მიეცა გაეროს გადაწყვეტილებისადმი ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. როდესაც შტაბების გაერთიანებული კომიტეტის მეთაური ადმირალი მაიკლ მალენი ანკარაში გენერალ ისიკ კოსანერს ეწვია საგანგებოდ გამართულ პრეს-კონფერენციაზე მალენმა დადებითი კუთხით შეაფასა ამერიკა-თურქეთის ურთიერთობა განვლილი ორი წლის განმავლობაში.

-„მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. თუნდაც იმაზე რა შეიძლება ითქვას, რომ ამერიკამ დაასრულა მისი საომარი ოპერაციები ერაყში და დაიწყო მისი შეიარაღებული ძალების გაზრდა ავღანეთში. ამ ორ მისიაში თურქეთის შემწეობა კრიტიკული მნიშვნელობისა იყო.“

მიუხედავად ამ განცხადებისა ერაყის მეზობელ თურქეთს ამერიკა არ გამოიყენებს მისი ჯარბისა და შეიარაღების გაყვანისთვის. თუმც ანკარამ განაცხადა, რომ იგი მზადაა დადებითად განიხილოს თხოვნა ამ პროცესში თურქეთის შემწეობაზე. დიპლომატიური საკითხების სპეციალისტმა სემი იდიზმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ სტრატეგიული ურთიერთობა თურქეთსა და აშშ-ს შორის მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.

-„დღეს მხოლოდ ეპიზოდური და არა გლობალური სტრატეგიული ურთიერთობის სახე აქვს ამ ურთიერთთანამშრომლობას. როდესაც ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით სტრატეგიულ ურთიერთობას აქვს ადგილი განსაზღვრულ ფაქტორებს მხარეები რაიმე განსაკუთრებული ანალიზის გარეშე მოიაზრებენ, მაგრამ დღეს შექმნილ სიტუაციაში ეს პრაქტიკულად გამორიცხულია .„

ამერიკა-თურქეთის ურთიერთობაში დიდი ბზარი გაჩნდა თურქეთის პოზიციის გამო ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებზე, რამაც კულმინაციას მიაღწია, როდესაც ისრაელის ძალებმა მოკლეს 9 თურქი, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების გადატანას ცდილობდნენ ღაზის სექტორში. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოგანმა ისრაელს ტერორიზმში დასდო ბრალი. ამან კი ვაშინგტონს ეჭვები გაუჩინა იმის თაობაზე თუ რა მიმართულებით იცვლება თურქეთის საგარეო პოლიტიკის ვექტორი. ეს ეჭვები კიდევ უფრო გამძაფრდა, რაც თურქეთმა არ დაუჭირა მხარი გაეროს სანქციებს ირანის მიმართ.

აღშანიშნავია, რომ თურქეთი უარს არ ამბობს გაეროს სანქციების განხორციელებაზე, თუმც უარს აცხადებს ამერიკისა ან ევროკავშირის ზომებისადმი მხარდაჭერას ირანის მიმართ. გასულ თვეს თურქ დიპლომატთა მაღალი დონის დელეგაცია ეწვია ვაშინგტონს შექმნილი დაძაბულობის გასანელებლად. ამერიკელ დიპლომატებტან და კანონმდებლებთან შეხვედრისას თურქეთის დელეგაციის წევრები ხაზგასმით აღნიშნავდნენ იმას, რომ აუცილებელია თურქეთ-ისრაელის კარგი ურთიერთობის შენარჩუნება. აი რა თქვა ამის თაობაზე თურქეთის ელჩმა სელიმ იენელმა:

-„პირისპირ შეხვედრებმა სასურველი ნაყოფი გამოიღო. ყველაფერთან ერთად ჩვენ კიდევ ვისაუბრეთ იმ პოზიტიურ ასპექტებზე ჩვენს ურთიერთობაში, რომლებიც ხშირად რატომღაც ჟურნალისტების ყურადღების მიღმა რჩება. მაგალითად ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ამერიკასთან ერაყში, ავღანეთში, პაკისტანში, ბალკანეთში და ასე შემდეგ. „

მიმომხილველებს მიაჩნიათ, რომ თურქეთის თანამშრომლობა ამერიკასთან ავღანეთში განსაკუტრებით მნიშვნელოვანია ვაშინგტონისათვის. თურქეთის ძალები წვრთნიან ავრანელ ჯარისკაცებსა და პოლიციელებს და იგი ერთადერთი მუსლიმი წევრი სახელმწიფოა ნატოში.

ჩენთან საუბარში იენელმა ასევე აღნიშნა, რომ კვლავაც პრობლემატურად რჩება ამერიკის მიერ თურქეთისადმი შეიარაღების მიყიდვა. ამ საკითხს ამჟამად ამერიკის კონგრესი იხილავს. თურქეთი ამტკიცებს, რომ ეს იარაღი კრიტიკული მნიშვნელობისაა მის ბრძოლაში ქურთ მეამბოხეებთან.

სემი იდიზს კი მიაჩნია, რომ თუ ამერიკის კონგრესი უარს იტყვის თურქეთისადმი იარაღის მიყიდვაზე ეს მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს ამერიკა-თურქეთის ურთიერთობას. მისივე აზრით ეს გაამძაფრებს ანტი-ამერიკულ განწყობილებას თურქეთში, რასაც მოჰყვება დაძაბულობის ესკალაცია. წელიწადზე ნაკლები დარჩა თურქეთში საყოველთაო არჩევნებამდე და აქედან გამომდინარე , ბუნებრივია გაიზრდება საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელობა. ამას გარდა ანკარას მალე მოუწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ირანის საკითხზე და ამ ფონზე კვლავაც გაძლიერდება ანკარაზე ზეწოლა ევროკავშირისა და აშშ-ს მხრიდან.

XS
SM
MD
LG