ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ გრძნობენ ლტოლვილები თავს შეერთებულ შტატებში?


როგორ გრძნობენ ლტოლვილები თავს შეერთებულ შტატებში?
როგორ გრძნობენ ლტოლვილები თავს შეერთებულ შტატებში?

ლტოლვილთა სოციალურ და ფინანსურ დახმარებაზე აშშ-ში სპეციალური სააგენტოები ზრუნავენ.

2009 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ 75 ათასი ლტოლვილი ჩამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ახლად ჩამოსული ლტოლვილების განსახლებაზე, სოციალურ და ფინანსურ დახმარებაზე და სამსახურში მოწყობაზე ამერიკაში სპეციალური სააგენტოები ზრუნავენ.

თუმცა მას მერე, რაც შეერთებული შტატების ეკონომიკის მხრივ, არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა და უმუშევართა რიცხვი მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა, ლტოლვილთა სააგენტოებს სამსახურის ძიებაში დახმარებას უფრო მეტი ლტოლვილი სთხოვს.

აიოვას შტატი ლტოლვილების სიმრავლით ვიეტნამის ომის პერიოდიდან გამოირჩევა. მაშინ ომს გამოქცეულმა ვიეტნამელებმა მსოფლიოს არაერთ ქვეყანას შეაფარეს თავი. აიოვას შტატში, იმ დროიდან მოყოლებული უამრავი ლტოლვილთა განსახლების სააგენტო ფუნქციონირებს. ეს ორგანიზაციები ათასნაირი პროგრამითა დ დახმარების პროექტით შეერთებულ შტატებში ახლად ჩამოსულ ადამიანებს ცხოვრების თავიდან დაწყებაში ეხმარებიან.

ჯონ ვილკენი აიოვას შტატის ლტოლვილთა მომსახურების ბიუროს დირექტორია:

„ჩვენი პროგრამით გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ძირითადად აზიიდან ჩამოსული ლტოლვილები სარგებლობდნენ. შემდეგ მათ ოთხმოცდაათიან წლებში ბოსნიელები , მოგვიანებით კი აფრიკელები და ტაილანდელები ჩაენაცვლნენ. ამჯამად კი ყველაზე დიდი რაოდენობის ლტოლვილი მალაზიიდან და ერაყიდან ჩამოდის“.

აბდულა ჰირეთი სომალიდან აიოვას შტატის დედაქალაქში 2007 წელს ჩამოვიდა:

„ამერიკა არაჩვეულებრივი ქვეყანაა. აღფთოვანებული ვარ აქ ცხოვრებით. ექვსი ქალიშვილი მყავს. როცა ჩამოვედით წერა-კითხვაც კი არ იცოდნენ, ახლა კი სკოლაში დადიან და შესაბამის განათლებას იღებენ .“

ჰირეთის თქმით, მის ოჯახს ლუთერანული ორგანიზაციის ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენლები აეროპორტში დახვდნენ, დააბინავეს და ფინანსურ კომპანიაში სამსახურში მოაწყვეს.

თუმცა შეერთებულ შტატებში ეკონომიკის გაუარესების შემდეგ ჰირეთი უსამსახუროდ დარჩა.

ჯონ ვილკენის განცხადებით, ჰირეთის მსგავსად ამერიკაში ათასობით ლტოლვილი დაეძებს სამსახურს:

„ლტოლვილთა სააგენტოები ყველა ლტოლვილს ვერ ეხმარებიან სამსახურის მოძიებაში. ეს ძირითადად ჩამოსვლიდან პირველ თვეებში ხდება. შემდეგ კი დამხარება ყველა ლტოლვილს უწყდება“

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ახლად ჩამოსული ლტოლვილების დახმარებას, სააგენტოებს მხოლოდ 90 დღის მანძილზე ავალდებულებს. თუ ადრეულ ეტაპზე სააგენტომ ლტოლვილი სამუშაოთი ვერ დაკმაყოფილა, რამდენიმე თვეში პასუხისმგებლობას საკუთარი თავიდან იხსნის.

როგორც ლტოლვილთა პროგრამის დირექტორი ჯილ სტუეკერი აცხადებს:

„სახელმწიფო ლტოლვილთა ოჯახების დასახმარებლად არადეკვატური რაოდენობის თანხებს გამოყოფს. აქედან გამომდინარე სრულყოფილი და მაღალი დონის დამხარებასა და უზრუნველყოფაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია“

ეკონომიკური რეცესიის გამო აიოვას შტატში ლუთერანული ორგანიზაციის ლტოლვილთა განსახლების რამდენიმე სააგენტო დახურეს. ეს ის სააგენტოები იყვნენ, რომლებიც 1975 წლიდან შტატში ჩამოსული ლტოლვილების 85 პროცენტს შეერთებულ შტატებში ცხოვრების დაწყებაში ეხმარებოდნენ.

ერთადერთი სააგენტო, რომელიც აიოვას შტატში დარჩება და იფუნქციონირებს და ლტოლვილებს დაეხმარება - კათოლიკური მოსახურების სააგენტო იქნება. სააგენტოს იმედი აქვს, რომ არსებული რესურსით, მომავალ წელს აიოვას შტატში ახლად ჩამოსულ ყველა ლტოვილ ოჯახს შესაფერის დახმარებას გაუწევს.

XS
SM
MD
LG