თეთრი სახლის განცხადების თანახმად აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ვიდეო-სატალეფონო საუბარი იქონიეს. მხარეებმა მთელი რიგი ორივე ქვეყნისათვის საინტერესო საკითხები მიმოიხილეს, მათ შორის ამერიკა-ავღანეთის ურთიერთთანამშრომლობის საკითხი თალიბებთან ბრძოლის საქმეში და ბრძოლა ტერორიზმთან. ამას გარდა განხილული იყო ავღანეთში მომავალი საპარლამენტო არჩევნები და ბრძოლა კორუფციასთან. თეთი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიდეო-ტელესაუბარში მონაწლებდნენ ავღანეთში აშშ-ს ელჩი კარლ აიკენბერი და ავღანეთში აშშ-სა და ნატოს ძალთა მეთაური გენერალი დეივიდ პეტრეუსი.
პოპულარული
1