ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა უშიშროების სამსახურის ახალი უფლებები


რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აფართოვებს ფედერალური უშიშროების სამსახურის უფლებებს. გასულ კვირას ეს კანონპროექტი მოიწონა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ. ახლა მას ხელი უნდა მოაწეროს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა. ახალი კანონი უშიშროების სამსახურს უფლებას აძლევს გაფრთხილება მისცეს მათ, ვინც ემზადება დანაშაულის ჩასადენად რუსეთის უშიშროების წინააღმდეგ. რუსეთის ადამიანის უფლებების დამცველები ამტკიცებენ, რომ ამ კანონს გამოიყენებენ რუსეთის მთავრობის ოპონენტების დასაშინებლად და საპროტესტო გამოსვლების ჩასახშობათ. მათივე თქმით ეს კანონი ახსენებს მათ იმ პერიოდს, როდესაც საბჭოთა კავშირის სუკი გაფრთხილების უფლებას იყენებდა სხვარიგ მოაზროვნეების შევიწროვების მიზნით.

XS
SM
MD
LG