ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ტერაქტები არ წყდება


ნატოს განცხადების თანახმად ავღანეთის სამხრეთში პოლიციის შტაბ-ბინაზე განხორციელებულ თავდასხმის შედეგად საერთაშორისო ძალების 3 წევრი და 5 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. განცხადების თანახმად ქალაქ ყანდაარის პოლიციის შტაბ-ბინის შესასვლელთან ავტომობილში ჩამონტაჟებული ნაღმი აფეთქდა. აფეთქების პარალელურად მეამბოხეებმა ავტომატებითა და რეაქტიული ჭურვებით ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის შენობას. ნატოს განცხადების თანახმად ავღანეთის პოლიციისა და საერთაშორისო ძალების ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა ამ შეტევის მოგერიება.

XS
SM
MD
LG