ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს სამხედრო ძალები შეცდომით ავღანელ ჯარისკაცებს კლავენ


ნატოს საპატრულო თვითმფრინავმა ავღანეთის არმიის ჯარისკაცები გზების დამნაღმველ მოჯახედებად მიიჩნია.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განცხადებით, საჰაერო დაბომბვის შედეგად 6 ავღანელი ჯარისკაცის დაღუპვა- ნატოსა და ავღანეთის სამთავრობო ძალების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია.

ნატოს საპატრულო თვითმფრინავმა, ღაზნის პროვინციაში ოპერაციაზე გასული ავღანეთის არმიის ჯარისკაცები, გზების დამნაღმველ მოჯახედებად მიიჩნია. როგორც აღმოჩნდა, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობას წარმოდგენა არ ჰქონდა, ამ პროვინციაში ავღანეთის სამთავრობო ძალების დისლოკაციის შესახებ.

ნატოს აღნიშნული შეცდომის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია. ავღანეთის ხელისუფლებამ დაგმო ეს იციდენტი, რადგან ამგვარი შეცდომები ავღანეთში მეომარ ინტერნაციონალისტებს არაერთხელ მოსვლიათ.

XS
SM
MD
LG