ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანში შიიტთა სულიერი ლიდერი გარდაიცვალა


ფადალა მუდმივად აკრიტიკებდა ისრელსა და ამერიკას, რის გამოც ოფიციალურად ტერორისტის იარლიყი ჰქონდა მინიჭებული.

ლიბანში შიიტთა სულიერი ლიდერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავლენიანი დიდი აიათოლა მუჰამედ ჰუსეინ ფადალა ბეირუთის საავადმყოფოში პარასკევს შინაგანი სისხლდენის გამო მიიყვანეს, სადაც კვირას გარდაიცვალა.

ფადალას მრავალი მიმდევარი ჰყავდა, როგორც თავად ლიბანში ისე ერაყშიც, სადაც ის დაიბადა. იგი მუდმივად აკრიტიკებდა ისრელსა და ამერიკას, რის გამოც ოფიციალურად ტერორისტის იარლიყი ჰქონდა მინიჭებული.

დასავლურ მედიაში მას ხშირად მოიხსენებდნენ შეიარაღებული დაჯგუფების ჰეზბოლას სულიერ მოძღვრად. თუმცა თავად ჰუსეინ ფადალა უარყოფდა ჰეზბოლასთან კავშირს.

აშშ-ი მას ადანაშაულებდა იმ რადიკალურ შიიტთა ჯგუფთან კავშირში, რომლებიც გასული საუკუნის 80-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს დასავლეთის მოქალაქეებს იტაცებდნენ. იგი მრავალჯერ გადაურჩა თავდასხმებს, მათ შორის 1985 წელს მანქანის აფეთქებას, რომელსაც 80 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG