თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ 11 რუსი ჯაშუშის დაპატიმრება უარყოფითად არ იმოქმედებს ამერიკა-რუსეთს ურთიერთობაზე. როგორც თეთრი სახლის რწმუნებულმა რომერტ გიბსმა განაცხადა სანამ რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდებოდა გასლ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უკვე იცოდა რუსი ჯაშუშების საქმე. ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკების დროს ობამას ეს საკითხი არ წამოუჭრია. გიბსის განცხადების თანახმად ამ წლინახევრის განმავლობაში მოსკოვმა და ვაშინგტონმა დიდი ნაბიჯი გადადგეს წინ ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართულებით და კვლავაც გააგრძელებენ თანამშრომლობას ისეთ საკითზებზე, როგორებიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. მოსკოვში აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის შეხვედრის დროს პუტინმა რწმენა გამოთქვა, რომ რუსი ჯაშუშების სკანდალი უარყოფითად ვერ იმოქმედებს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაზე.
პოპულარული
1