ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოალიცია ავღანეთში სერიოზული პრობლემების წინაშე დგას


თალიბანის ძალები ავღანეთს საფრთხეს უქმნიან.

ვაშინგტონიდან ავღანეთის შესახებ, კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ლეონ პანეტას განცხადებით, ავღანეთში პროგრესის მიღწევა რთულდება და პროცესი იმაზე ნელა მიდის,ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ეს განცხადება ლეონ პანეტამ ტელეკომპანია „ABC“-ს ეთერში გააკეთა. მისი თქმით, კოალიცია ავღანეთში სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, ისეთი როგორციაა კორუფცია, მმართველობა, ნარკოტრეფიკინგი და რა თქმა უნდა, თალიბი ამბოხებულები.

მისი თქით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი თავად ავღანელმა ხალხმა უნდა მოძებნოს და ამის საუკეთესო გზაა, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. პანეტას თქმით, ავღანელები უნდა დარწმუნდენ, რომ თალიბანის ძალები მათ ქვეყანას საფრთხეს უქმნიან.

XS
SM
MD
LG