ისრაელის მიერ ღაზის სექტორის მიმართ დაწესებული ბლოკადის შესუსტების შედეგად ასობით სატვირთო მანქანით დაიწყეს ღაზაში სურსათ-სანოვაგის შეტანა. ეს პირველი ამგვარი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორის კონტროლი ჰამასმა იგდო ხელთ. ისრაელი იძულებული შეიქმნა შეესუსტებინა ბლოკადა საერთაშორისო აღშფოთების გამო, რომელიც გამოიწვია სამი წლის წინ ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთულ გემებზე ისრაელის კომანდოსთა მიერ განხორციელებულმა თავდასხმამ, რასაც სისხლისღვრა მოჰყვა თან.