ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოსა და რუსეთს შორის დაძაბულობა მატულობს


ჩიკაგოს სამიტს პრეზიდენტის ნაცვლად ყოფილი პრეზიდენტი, ახლა კი პრემიერ მინისტრი დმიტრი მედვედევი დაესწრო.

ჩიკაგოს სამიტზე 28 წევრიანი ჩრდილო ატლანტიკური ალიანში შეთანხმდა, რომ ავღანეთის უსაფრთხოება მომავალი წლის ზაფხულიდან ავღანეთის არმიას გადაეცეს, ხოლო ნატოს საბრძოლო ძალებმა კი ქვეყნის ტერიტორია 2014 წლის ბოლომდე უნდა დატოვონ.

ჩიკაგოს სამიტის უმთავრესი თემა ავღანეთის აისაფის ოპერაცია იყო, თუმცა ალიანის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკუთარი პოზიციაბალისტიკური საკეტსაწინააღმდეგო სისტემის დამონტაშებასთან დაკავშირებით.

2009 წელს, წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მისი წინამორბედი ჯორჯ ბუშის ინიციატივა გაყინა, რომელიც პოლონეთში რაკეტის 10 დამჭერისა და ჩეხეთის რესპუბლიკაში სარადარო სისტემის დამონტაჟებას ისახავდა მიზნად.

ექსპერტების აზრით, ახალი გეგმა უფრო მოქნილია. ის საზღვაო გამანადგურებლებზე ანტი-საკაკეტო დამჭერების დამონტაჟებას და ხმელეთიდან კი გრძელმანძილიანი სახმელეთო ქობინების სისტემებს მოიცავს, რომელთა ნაწილიც ვარშავის პაქტის ყოფილ ქვეყნებში დამონტაჟდება. ნატოს სამიტის დასასრულს პრეზიდენტმა ობმამ მოკავშირეებს მადლობა გადაუხადა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემაში მონაწილეობისთვის:

„ჩვენი თავდაცვითი რადარი თურქეთში იქნენა განლაგებული და ის ნატოს სარდლობის დაქვემდებარებაში იქნება. ესპანეთი, რუმინეთი და პოლონეთი ამერიკის თავდაცვით სისტემებს გაუმასპინძლდებიან. ნიდერლანდები კი სარადარო სისტემის განახლებას აპირებს. ჩვენ ასევე მივესალმებით სხვა მოკავშირეების მიერ შემოტანილ წვლილს.“

რუსეთი უწყვეტად ეწინააღმდეგება ამერიკის ანტი-ბალისტიკური თავდაცვითი სისტემის ევროპაში დამონტაჟებას. მოსკოვს არ სჯერა, რომ სისტემის მიზანი თავდასხმების ისეთი ქვეყნებისგან მოგერიებაა, როგორიცაა მაგალითად ირანი. კრემლი აცხადებს, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა მოსკოვის წინააღმდეგაა მიმართული. ამ მოსაზრებას პრეზიდენტი ობამა უარყოფს:

„გამომდინარე იქიდან, რომ სისტემა არც რუსეთზეა დამიზნებული და არც მისი სტრატეგიული შეკავების შესაძლებლობას ამცირებს, მე მჯერა, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა რუსეთთან თანამშრომლობის ერთ-ერთი სფერო შეიძლება გახდეს.“

რუსეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩიკაგოს ნატოს სამიტზე დასწრებაზე უარი განაცხადა. მიზეზად მან ის დაასახელა, რომ კრემლში უნდა დარჩენილიყო და მთავრობის ფორმირების პროცესზე ემუშავა. ჩიკაგოს სამიტს პრეზიდენტის ნაცვლად ყოფილი პრეზიდენტი, ახლა კი პრემიერ მინისტრი დმიტრი მედვედევი დაესწრო.

პრინსტონისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტების პროფესორი სტივენ კოენი ამბობს, რომ პუტინი სამიტს სხვა მიზეზის გამო არ დაესწრო:

„ამ მნიშვნელოვანი პრერიოდის განმავლობაში, მას არ უნდა რაიმე სახის სიმბოლური დატვირთვა მისცეს საკუთარ გამოჩენას და შექმნას წარმოდგენა, რომ ის შესაძლოა ეთანხმებოდეს ამერიკული თავდაცვის კონცეფციას, რომელიც ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟებაში მდგომარეობს. ეს სისტემა ახლა უკვე ნატოს პროექტია, რომელიც ნატოს სამიტზე იყო განხილული. პუტინი ცუდად გამოჩნდებოდა ჩიკაგოში რომ ჩამოსულიყო და ობამასთან დიალოგი გაემართა, განსაკუთრებით ამერიკისა და ნატოს მიერ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის გაფართოების განხილვების ფონზე.“

ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის ექსპერტი ჯონ პარკეტი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება დაინტერესებულია რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მუდმივი კრიტიკით:

„პუტინმა და მედვედევმა რუსეთის სამხედრო შეიარაღების ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაზარდეს 2020 წლამდე. შესაბამისად, გაჩნდა უამრავი ლობისტი და დაინტერესებული მხარე, რომლებსაც ამ თანხებში საკუთარ წილსაც ხედავენ. ასე, რომ მათ ინტერესებში შედის საფრთხის გაზვიადება იმისთვის, რომ სწორედ მის დასაბალანსებლად ახალი იარაღებიდა სამხედრო სისტემები შექმნან.“

ექსპერტები აცხადებენ, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება კიდევ დიდი ხანი არ მოხდება. ყველაზე ადრე პროგრესი შეიძლება მომავალ წელს შევნიშნოთ, როცა ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულებული იქნება.

XS
SM
MD
LG