ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო გააგრძელებს კადაფის მომხრეთა დაბომბვას


ნატო გააგრძელებს კადაფის მომხრეთა დაბომბვას
ნატო გააგრძელებს კადაფის მომხრეთა დაბომბვას

შეხვედრაზე რასმუსენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კადაფის ქმედება ყოველგვარ კანონიერებას გასცდა და მან ძალაუფლება უნდა დატოვოს.

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ლიბიელ მეამბოხეებს დაპირდა, რომ ალიანსი მუამარ კადაფის მომხრეთა დაბომბვას გააგრძელებს მანამ, ვიდრე ისინი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას ემუქრებიან.

რასმუსენი დღეს ბრუსელში ლიბიელ მეამბოხეთა ჯგუფს შეხვდა. წარმომადგენლობით დელეგაციას მაჰმუდ ჯებრილი მეთაურობდა. მან ნატოს წევრებს ლიბიაში მიმდინარე ხუთთვიანი წინააღმდეგობის შესახებ დაწვრილებითი მოხსენება წარუდგინა. შეხვედრაზე რასმუსენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კადაფის ქმედება ყოველგვარ კანონიერებას გასცდა და მან ძალაუფლება უნდა დატოვოს.

ლიბიის მეამბოხეთა დელეგაციამ ევროპაში დიპლომატიური მხარდაჭერაც მოიპოვეს. ბელგიამ, ლუქსემბურგმა და ჰოლანდიამ ისინი ლიბიელი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლებად სცნო. შეერთებული შტატების მხრიდან კი ლიბიის დელეგაცია მწვავე კრიტიკის ქვეშ მოჰყვა. ობამას ადმინისტრაციამ მათ შენიშვნა მისცა მაროდიორობისთვის, კადაფის მომხრეთა ცემის, შენობების დანგრევის, ჰოსპიტლების გაძარცვის და სხვა მრავალი დანაშაულის გამო.

XS
SM
MD
LG