ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბიუჯეტო დეფიციტით გამოწვეული პრობლემები კვლავ გადაუჭრელია


საბიუჯეტო დეფიციტით გამოწვეული პრობლემები კვლავ გადაუჭრელია
საბიუჯეტო დეფიციტით გამოწვეული პრობლემები კვლავ გადაუჭრელია

პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს, გადასახადები მაღალანაზღაურებიან შემოსავალზე კიდევ უფრო მაღალი იყო.

ამერიკის ფინანსური კრიზისის შეფასებისას, რესპუბლიკელები, არიზონელი სენატორის - ჯონ კულის მსგავსად, ხასგაზმით აღნიშნავენ, რომ ფედერალური ხარჯები, საკმაოდ მაღალია.

„პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩვენ ნაკლებ გადასახადებს ვიხდით, არამედ სირთულეს, წარმოადგენს ის, რომ ჩვენ გადახარჯვა გვაქვს უმეტეს სფეროში.“

დემოკრატების ვარაუდით კი, წლიური საგადასახადო შემოსავალი, ეკონომიკური შედეგების პროცენტულ შეფარდებასთან მიმართებაში, 1950 წლიდან მოყოლებული საკმაოდ დაბალ საფეხურზეა.

მიუხედავად ამისა, რესპუბლიკელებისათვის კვლავ სადავოა გადასახადების გაზრდა. მათი თქმით, გაზრდილი გადასახადების მეშვეობით, მთავრობას საბიუჯეტო თანხების ხარჯვის უფრო მეტი საშუალება ექნება, ნაცვლად იმისა, რომ ფედერალური დეფიციტი 1.5 ტრილიონი დოლარით შეამციროს. ტეხასის შტატის სენატორის ჯონ ქორნინის თქმით:

„ვშიშობ, რომ მომატებული გადასახადები, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს კიდევ უფრო გაზრდის , რაშიც ვაშინგტონი არაფერს შეცვლის.“

საბაიუჯეტო დეფიციტით გამოწვეული პრობლემები ვაშინგტონს ერთგვარ ნდობასაც უკარგავს. ჯიმ ჯორდანს, რესპუბლიკელ სენატორს ოჰაიოს შტატიდან, არ სჯერა დემოკრატების დაპირების ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ უკვე აღარ ავყვებით მათ თამაშს. ჩვენ უფლებას არ მივცემთ - საბიუჯეტო ხარჯების შემცირების თაობაზე დანაპირების უგულვებელყოფას და ასევე წინააღმდეგობას გავუწევთ გადასახადების გაზრდის საკითხში.“

დემოკრატები, როგორც თანხის მფლანგველები, თავიდანვე იყვნენ ცნობილნი. 1990 წელს, რესპუბლიკელმა კანონმდებელებმა შეიმუშავეს გეგმა, რომელიც ასობით მილიარდი დოლარის შემცველობის ფედერალური დეფიციტის დაბალანსებას, მაღალი გადასახადების გადახდის შემთხვევაში, ყოველ დახარჯულ ერთ დოლარზე სამი დოლარით შემცირებას ითვალისწინებდა. ამას, ჯერალდ სოლომონმა, ხელისუფლების მაშინდელმა წარმომადგენელმა ნიუ-ორკიდან უტოპიური ოცნება უწოდა.

თუ წარსულ პოლიტიკურ სპექტრს გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ პირველად, ყველაზე დიდი განცხადება, გადასახადების არანაირი გაზრდის თაობაზე, 1988 წელს, რესპუბლიკელთა ეროვნულ ყრილობაზე ჯორჯ ბუშმა გააკეთა:

„პირდაპირ გეუბნებით: „ არანაირი ახალი გადასახადები! “

იმ წელს იგი პრეზიდენტად იქნა არჩეული. 1990 წელს, საბიუჯეტო კომიტეტში, უფროსი წარმომადგენელი რესპუბლიკური პარტიიდან ბილ ფრენზელი იყო, რომელიც ამტკიცებს რომ რესპუბლიკელებს საგადასახადო ვალდებულებების დარღვევა ოდითგანვე სძულდათ.

1990 წელს საშემოსავლო გადასახადმა საკმაოდ აიწია, რამაც მედიქეარზე გადასახადის გარკვეული ლიმიტის დაწესება გამოიწვია. მაშინ რესპუბლიკელთა ერთმა ნაწილმა, საგადასახადო შეღავათების შემცირება მოითხოვა.

პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს, გადასახადები მაღალანაზღაურებიან შემოსავალზე კიდევ უფრო მაღალი იყო. ამერიკის ეკონომიკის მომატებული საგადასახადო ზრდის მაჩვენებელი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაფიქსირდა.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას ახლანდელი ინიციატივა გადასახადების გაზრდის თაობაზე, სახელმწიფო ვალის გაზრდის პროცესს შეამცირებს. მაგრამ, მაშინ, როცა ამერიკის ეკონომიკუირი კრიზისი მწვავე კამათის თემას ახლა უფრო წარმოადგენს ვიდრე 1990 წელს, რესპუბლიკელთა წინააღმდეგობა აღნიშნულ საკითხზე უფრო დიდია ვიდრე ოდესმე ყოფილა.

XS
SM
MD
LG