ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის პოლიტიკური ძალები სექტემბრისთვის ემზადებიან


ეგვიპტის პოლიტიკური ძალები სექტემბრისთვის ემზადებიან
ეგვიპტის პოლიტიკური ძალები სექტემბრისთვის ემზადებიან

ეგვიპტის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას ურჩევნია, რომ სექტემბერში დანიშნული არჩევნები გადავადდეს, ვიდრე ახალი კონსტიტუცია არ შეიქმნება.

ესაფ შარაფის განცხადებით, მისი პირადი დამოკიდებულების მიუხედავად, დროებითი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს არჩევნების წარმატებად ჩატარება. ბატონი შარაფის კომენტარები მას შემდგ გაკეთდა, რაც ეგვიპტელმა ლიბერალებმა და სეკულარულმა ჯგუფებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ სექტემბერში დანიშნულ არჩევნებში ყველაზე დიდ წარმატებას მუსლიმთა საძმო მიაღწევს.

მუსლიმთა საძმო ეგვიპტეში ყველაზე გავლენიანი და ორგანიზებული პოლიტიკური ძალაა. მაისში მათ განაცხადეს, რომ ქმნიან ახალ პოლიტიკურ ერთობას, სახელწოდებით "თავისუფლების და სამართლიანობის პარტია".

მუსლიმთა საძმოს განცხადებით, პარტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევას გეგმავს და პარლამენტის ნახევარს გააკონტროლებს.

XS
SM
MD
LG