ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ კონგრესს ყოველწლიური ანგარიშით მიმართა


House Speaker John Boehner of Ohio shakes hands with President Barack Obama on Capitol Hill in Washington, Tuesday, Jan. 25, 2011, prior to delivering his State of the Union address. Vice President Joe Biden is at left. (AP Photo/Susan Walsh)
House Speaker John Boehner of Ohio shakes hands with President Barack Obama on Capitol Hill in Washington, Tuesday, Jan. 25, 2011, prior to delivering his State of the Union address. Vice President Joe Biden is at left. (AP Photo/Susan Walsh)

ქვეყნის მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე გამოვიდა.

მისი პრეზიდენტობის განმავლობაში ბარაკ ობამამ უკვე მეორედ მიმართა ამერიკელებს ქვეყნის მდგომარეობის შესახებ. ეს განცხადება მან წარმომადგენელთა პალატაში გააკეთა. ისაუბრა რა ქვეყნის ეკონომიკაზე, მან განაცხადა, რომ აშშ-ს წინსვლის პერსპექტივა ესახება. თუმცა, მისივე თქმით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. როგორც ობამამ აღნიშნა ინვესტიციები კვლევებში და განათლების სისტემაში დიდ სარგებელს მოუტანს აშშ-ს. მან აღნიშნა, რომ 1957 წელს საბჭოთა კავშირმა აშშ-ს გაუსწრო იმით, რომ დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა. მაგრამ მოგვიანებით აშშ-ს მთავრობის მიერ კოსმოსური კვლევის დარგში გაკეთებული ინვესტიციების წყალობით აშშ-მ დაასწრო საბჭოთა კავშირს მთვარეზე ადამიანის გაშვების საქმეში. პრეზიდენტი აგრეთვე შეეხო ჯანდაცვის დარგში რეფორმებს. როგორც მან თქვა, ჯანდაცვის დარგში მის რეფორმატორულ კანონმდებლობას რესპუბლიკელები უარყოფითად უყურებენ. ობამამ აღნიშნა, რომ იგი მზად არის ამ რეფორმების გაუმჯობესებისათვის ახლებური მიდგომა გაიზიაროს, თუმცა მას არ სურს ამ რეფორმების იმ ასპექტების გაუქმება, რომელთა მეშვეობით გაუმჯობესდა ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა.

პრეზიდენტმა მის სიტყვაში საგარეო ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, აშშ-მ ბოლომდე შეასრულა აღებული ვალდებულებები ერაყში და რომ ომი იქ დასასრულს უახლოვდება. ძალადობის შემცირებასთან ერთად შესაძლებელი გახდა ერაყში ახალი მთავრობის შექმნა. მისივე თქმით, ამერიკა ისევ ებრძვის ალ-ყაიდას და რომ ამერიკა არასოდეს დაიხევს უკან ამ ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG