ამ ვიზიტის მთავარი მიზანია ყველაფერი გაკეთდეს, რათა ამ ორ ქვეყანას შორის არსებულმა აზრთა სხვაობამ განსაზღვრულ საკითხებზე ვერ მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობაზე. 2010 წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობისათვის, რაც გამოიხატება იმაში, რომ ამ ორ ქვეყანას შორის აზრთა უფრომეტი სხვაობა გამოიკვეთა, ვიდრე თანხმობა. მიუხედავად ამ პრობლემისა როგორც აშშ, ისე ჩინეთი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა უარყოფითად არ განვითარდეს ურთიერთობა ამ ქვეყნებს შორის. აი რა აზრი გამოთქვა ამის თაობაზე აშშ-ს სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთში ჯონ ჰანთსმანმა:
-„როდესაც ურთიერთობა დროდადრო იძაბება, მაშინვე გაისმის კომენტარები ორივე მხარეს იმ საკითხებზე, რომელშიც ჩვენ აზრთა სხვაობა ნამდვილად გვაქვს. ამის უარყოფა უაზრობა იქნებოდა, მაგრამ ურთიერთობის დადებითი მაჩვენებელი მაშინ იჩენს თავს, თუკი ჩვენ შევძლებთ ამ აზრთა სხვაობის მეორე პლანზე გადაწევას.“
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი ერთერთია იმ საკითხებს შორის, რომლებზეც ჩინეთი და აშშ ვერ თანხმდებიან. ამის ნათელი მაგალითია ჩინეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2010 წლის ნობელის სამშვიდობო პრემიის მინიჭება ამჟამად პატიმრობაში მყოფი დისიდენტის ლუ შიაობოსადმი ჩინეთისადმი განზრახ შეურაცხყოფის მიყენების აქტი იყო, რომელსაც ორკესტრირება დასავლეთმა მოუხდინა აშშ-ს მეთაურობით.
ამას გარდა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აშშ-ს მთავრობა გულდასმით სწავლობს შე ფენგის, ჩინელი ამერიკელის საკითხს, რომელსაც ჯაშუშობის ბრალდებით რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აი რა თქვა ამის შესახებ პეკინში აშშ-ს ელჩის მოადგილემ რობერტ გოლდბერგმა:
-„ჩვენ ოფიციალურად მოვითხოვეთ დასწრება დოქტორ შე ფენგის აპელაციის განხილვაზე, რაც ეფუძნება 1980 წელს ამერიკასა და ჩინეთს შორის დადებულ საკონსულო კონვენციის დებულებებს. მაგრამ პეკინის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა, თანაც არანაირი ახსნა-განმარტება არ მოგვცა.“
ყველაფერთან ერთად ოფიციალურ ვაშინგტონსა და პეკინს შორის აზრთა სხვაობა ფიქსირდება ჩრდილოეთ კორეის საკითხში, რომელმაც ნოემბერში საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა სამხრეთ კორეის ერთ-ერთ კუნძულს, რის შედეგადაც ოთხი კაცი დაიღუპა. აშშ-მ არა ერთხელ მოუწოდა ჩინეთს მეტი გააკეთოს, რათა ჩრდილოეთ კორეამ შეწვიტოს ამგვარი მოქმედება. პეკინი კი თავს იკავებს იმაზე, რომ ამ ინციდენტისათვის ბრალი ოფიციალურად დასდოს ფხენიანს. ამას გარდა ჩინეთმა გააკრიტიკა აშშ და სამხრეთ კორეა რეგიონში სამხედრო მანევრების ჩატარებისათვის და განაცხადა, რომ ეს კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას რეგიონში. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებულმა ნოემბრის ინციდენტიდან სულ მოკლე ხანში ჩინეთის პოზიცია განუმარტა მსოფლიოს:
-„ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე უმოკლეს დროში უნდა დაიწყოს მოლაპარაკება. იმედი გვაქვს, რომ ყველა მხარე იღვაწებს, რათა მართებულად მოგვარდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც რომელიმე მხარეს აწუხებს. ეს უნდა მოხდეს ექვსმხრივი მოლაპარაკების ჩარჩოებში და იმ მიზნით, რომ კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობა და სტაბილობა დამყარდეს.“
სავალუტო კურსი და ჩინეთის აშშ-სთან ვაჭრობაში არსებული პრობლემები ხშირად ხდება ამ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის მიზეზი. სულ უფრო ხშირად გაისმის აშშ-დან ჩინეთის მისამართით ბრალდება, რომლის თანახმად ჩინეთი ცდილობს ხლოვნურად შეინარჩუნოს იუანის დაბალი კურსი, რათა ამით სავაჭო მოგება ამოიგოს. მიუხედავად ამ პრობლემებისა ბევრი საერთაშორისო ექსპერტი თვლის, რომ ახალი გლობალური გამოწვევების ფონზე აშშ-სა და ჩინეთს საერთო მიზნები ამოძრავებს და აქედან გამომდინარე მათ უნდა შესძლონ საერთო ენის გამონახვა, რათა ერთად იღვაწონ არსებული პრობლემების გადასაჭრელად.