დღეს ინდოეთის ბიჰარის შტატის აღმოსავლეთ ნაწილში ნაღმი აფეთქდა.
როგორც ინდოეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, აფეთქებისას დაიღუპა 8 და დაიჭრა 12 ადამიანი.
აურანგაბადის რეგიონის პოლიცია აცხადებს, რომ ნაღმი შაბათს აღმოაჩინეს, თუმცა ვერ შეძლეს მისი განაღმვა .
ამავე განცხადების თანახმად, ნაღმი მაოისტი მეამბოხეების მიერ იყო დამონტაჟებული, რომლებიც ინდოეთის ბიჰარის შტატის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების წინააღმდეგ გამოდიან.