ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტარიკ აზიზის სიკვდილით დასჯას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდა


ტარიკ აზიზის სიკვდილით დასჯას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდა
ტარიკ აზიზის სიკვდილით დასჯას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდა

ერაყის პრეზიდენტი ჯალალ თალაბანი აცხადებს, რომ ის ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ტარიკ აზიზის სიკვდილით დასჯის ბრძანებას არ გასცემს.

თალბანმა განაცხადა, რომ მას კარგად ესმის აზიზის მდგომარეობა, რომელიც სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაღალჩინოსანი იყო.

ოქტომბერში ერაყის უზენაესმა სასამართლომ აზიზს ჩამოხჩობით სიკვლიდლით დასჯის განაჩენი გამოუტანა. მას ბრალად თანამდებობაზე ყოფნის დროს შიიტი მუსლიმების შევიწროვება, დაპატიმრება და სიკვდილით დასჯა ედება.

აზიზი 74 წლის ქრისტიანია. მისთვის დანაშაულის მიტევების თხოვნით ერაყის ხელისუფლებას გაერომ, ევროკავშირმა და ვატიკანმა მიმართეს.

XS
SM
MD
LG