გასულ კვირას ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის შევულმფრენებმა პაკისიტანის სამხედრო საგუშაგოზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რის გამოც პაკისტანის მთავრობამ ნატოს ჯარების მომარაგების სასიცოხლო მნიშვნელობის გზა, თორხამის საზღვარი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ ხუბერის რეგიონს ესაზღვრება - დროებით გადაკეტა.
ამ გადაწყვეტილებამ შეერთებულ შტატებსა და პაკისტანს შორის გარკვეული დაძაბულობა გამოიწვია. პაკისტანის მთავრობამ, გადაკეტა რა საზღვარი აღნიშნა, რომ ქვეყნის უშიშროება საფრთხის წინაშე დგას.
თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობა მხოლოდ დროებითია. კერძოდ კი, შეერთებულ შტატებს ნატოს ჯარების მომარაგების სხვა საშუალებებიც გააჩნია, ხოლო პაკისტანი არამდგრადი ეკონომიკის გამო მნიშვნელოვნად არის დაყრდნობილი ამერიკის დახმარებაზე.
ნატო-პაკისტანის საერთო გამოძიებამ დაადგინა, რომ ამერიკელ მფრინავებს სამხედროები მეამბოხეებში აერიათ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას მომხდარისთვის ბოდიში მოიხადა. როგორც პოლიტიკური ანალიტიკოსი მარვინ ვაინბაუმი აცხადებს:
" პაკისტანის მთავრობის მიერ თორხამის საზღვრის გადაკეტვა შერყეული რეპუტაციის გაუმჯობესების მცდელობა იყო.პაკისტანის სამხედრო ძალები, უზენაესი სასამრთლო, და საზოგადოება პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის წინააღმდეგ გამოდიან. პაკისტანის მთავრობამ ეს ნაბიჯი რეპუტაციის აღდგენის მიზნით გადადგა."
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ვერტმფრენის მიერ პაკისტანის სამხედრო ძალებზე მიტანილმა საჰაერო იერიშმა პაკისტანსა და შეერთებულ შტატებს შორის მდგომარეობა დაძაბა, მაგრამ როგორც ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს, დაძაბულობა დროებითია და მას ავღანეთში შეერთებული შტატების მისიაზე უარყოფითი გავლენის მოხდენა არ ძალუძს. როგორც პენტაგონის წარმომადგენელი გეოფ მორელი ამბობს:
"ავღანეთში დაბანაკებული ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საწვავით მომარაგება არ შეფერხებულა და მომავალში მას საფრთხე არ ემუქრება."
თუმცა როდესაც ეროვნულ ასამბლეაზე პერმიერ მინისტრმა იუსაფ რაზა გილანმა ნატოს მისამართით გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, მან მკვახედ აღნიშნა, რომ პაკისტანის მთავრობა კომპრომისზე წასვლას არ აპირებს:
"თუ პასუხისმგებელი მხარე ზიანის კომპენსაციას ან ბოდიშის მოხდას არ აპირებს ,ჩვენ სხვა ხერხების ძებნას შევუდგებით. ჩვენ გვაქვს სხვა გზებიც."
ავღანეთში დისლოცირებული ნატოს ჯარების მომარაგება 80 პროცენტი პაკისტანის საშუალებით ხდება. ერთერთი ანალიტიკოსი, ლისა კურტისი თვლის, რომ ხართუმმა ოფიციალურ ვაშინგტონი გააფრთხილა რომ ავღანეთში ამერიკის მისიის მხარდაჭერას საფრთხე ემუქრება. თუმცა პაკისტანი გააგრძელებს ამერიკასთან თანამშრომლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ობამას ადმინისტრაციას პაკისტანის მიმართ უფრო გამკაცრებული პოლიტიკის გატარება მოუწევს.
"ამ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოებრიობას ევალება გაერთიანებული ძალებით თანამშრომლობა. აქცენტი მარტო ავღანეთში ნატოს ჯარების მომარაგებაზე არ უნდა გამახვილდეს. არამედ პაკისტანის მთავრობამ პასუხი უნდა აგოს თუ ეს უკანაკსნელი ტერორიზმის წინააღმდეგ მხარდაჭერას არ გამოხატავს. "
ამის ფონზე გასული კვირის ოთხშაბათს, თეთრმა სახლმა კონგრესს გააცნო უწყება, სადაც აღნიშნულია, რომ პაკსიტანის სამხედრო ძალები პაკისტანის ტერიტორიაზე დაბანაკებულ ავღანელ თალიბებთან და ალ-ყაიდას მეამოხეებთან შეტაკებას შეგნებულად თავს არიდებენ.
ანალიტიკოსი მარვინ ვაინბაუმი უწყების ირგვლივ მსჯელობს და თვლის, რომ პაკისტანის სადაზვერვო სააგენტო ქვეყანაში ავღანელი თალიბების თარეშს გარკვეული სარგებლობა მოაქვს. თუმცა მან იქვე დასძინა, რომ პაკისტანის მთავრობა ცდება:
"დროთა განმავლობაში გამოაშკარავდება რომ თალიბების მხარდაჭერა პაკისტანს სარგებელს ვერ მოუტანს, რადგანაც მათი გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელია. "
ექსპერტები თვლიან, რომ ავღანეთში ორი სტრატეგიული პარტნიორი, აშშ და პაკისტანი იმდენად არიან ერთმანეთზე დამოკიდებულები, რომ გასული კვირის ინციდენტი ამ ურთიერთობას ასე იოლად ვერ შეარყევს.