ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი, პალესტინის პრეზიდენტს მეორედ შეხვდება


პალესტინა ახლო აღმოსავლეთის მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესიდან გამოთიშვით იმუქრება.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს დღეს მეორედ შეხვდება.

იმ შემთხვევაში, თუკი ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე უკანონო დასახლებებს არ შეაჩერებს, პალესტინა ახლო აღმოსავლეთის მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესიდან გამოთიშვით იმუქრება.

ისრაელის მთავრობის პრეს სპიკერის, მარკ რეგებსისი განცადებით, მშვიდობის მიღწევის პროცესი დაძაბული იქნება და პალესტინელებს მუქარის ენის საუბარი არ მართებთ.

“საქმე იმაშია, რომ ყოველთვის არის იმის საფრთხე, რომ ერთი მხარე ადგება და მოლაპარაკებების მაგიდას დატოვებს, ასე არ გამოვა, ჩვენ პროცესის წარმატებით წარმართვისთვის ორმხრივი თავდადება გვმართებს.” აცხადებს მარკ რეგებსი.

ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ისრაელს მორატორიუმის გაგრძელებისკენ მოუწოდებს და მეორეს მხრივ პალესტინასაც თხოვს, არ გამოეთიშოს პროცესს.

XS
SM
MD
LG