შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა გუშინ პენსილვანიის შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში იმყოფებოდა,სადაც ორი წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების მონაწილე გახდა.პენსელვანიის შტატი დემოკრატებისთვის პოლიტიკური შერკინების ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილია, რომელში გამარჯვებითაც დემოკრატები ცდილობენ ნოემბრის არჩვენებში კონგრესზე კონტროლი მოიპოვონ.
პრეზიდენტი ობამა პენსილვანიის შტატში წინასაარჩვენო კამპანიის იმ ორ ღონისიძიებას დაესწრო, რომლებზეც შეერთებული შტატების ყოფილი ადმირალის ჯო სესტაკისა და რესპუბლიკელი პეთ თუმის წინასაარჩევნო ფონდისთვის თანხები გროვდებოდა .პრეზიდენტმა ობამამ საკუთარ ხელწერას აქაც არ უღალატა და ორივე ღონისძიებაზე საზოგადოების წინაშე მთავარ გამომსვლელად იქცა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა ობამამ ღიად გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა ჯო სესტაკის მიმართ. საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ დღესდღეობით სესტაკი თავის ოპონენტს ოთხი მთელი და ცხრა მეათედი პროცენტით უსწრებს წინ.
აღსანიშნავია,რომ ჯო სესტაკი და პეთ თუმი ერთმანეთს სატელევიზიო რეკლამის საშუალებით ეპაექრებიან. სესტაკი პეთ თუმს ექსტრემისტ კოსერვატორად ხატავს, თუმის სარეკლამო რგოლებში კი ჯო სესტაკი ობამას ჯანმრთელობის იმ რეფორმის მხარდამჭერად ვლინდება, რომლის ანულირებასაც რესპუბლიკელები სამომავლოდ გეგმავენ.
ორივე კანდიდატის სარეკლამო რგოლებში უხვად ისმის ერთმანეთის მისამართით გაკეთებული მძაფრი შეფასებები :
„პეთ თუმი ვოლ სტრიტზე ერთი აქციონერი გახლდათ. კონგრესში მოსვლის შემდეგ ვოლ სტრიტის მთავარ ლობისტად იქცა და ამის საშუალებით ფულიც ბევრი დააგროვა. ჯო სესტაკი კი 31 წლის მანძილზე ამერიკის საზღვაო ფლოტში მსახურობდა. თხუთმეტი ათასი მეზღვაურის საბრძოლო ბატალიონს ხელმძღვანელობდა და სამი ვარსკვლავიანი ადმირალი გახდა.“
თუმის სარეკლამო რგოლში კი შემდეგს მოისმენთ:
„კონგრესმენმა ჯო სესტაკმა ხმა მისცა ვაშინგტონის ყველაზე ექტრემალურ ჯანმრთელობის რეფორმას. ამ რეფორმის დამტკიცებით, მთავრობა პაციენტებსა და ექიმებს შორის ჩადგა და მომავალი კატასტროფის რეცეპტიც გამოწერა“
პრეზიდენტმა ობამამ საკუთარი კანდიდატის დასაცავად საზოგადოების წინაშე აღნიშნა,რომ სესტაკის რესპუბლიკელი ოპონენტი იმ პოლიტიკის მიმდევარია ,რომელიც ქვეყანაში სამომავლო პროგრესს შეაჩერებს:
„ეს იმედისა და მომავლის წინააღმდეგ მიმართული არჩევანია. ეს იმას ნიშნავს, რომ წინსვლასა და განვითარებას უკანსვლა და ჩამორჩენა ვამჯობინოთ. ზუსტად ამ არჩევანის წინაშე დადგებით ნოემბერში".
პრეზიდენტი ობამა იმედოვნებს,რომ მისი მართველობისადმი საზოგადოებრივ სკეპტიციზმს ნოემბრის არჩევნებამდე დაამარცხებს. თუმცა საზოგადეობრივი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ეკონომიკასთან გამკლავების კუთხით, პრეზიდენტის რეიტინგი ქვეყნის მოსახლეობაში ძალზე დაბალია.
გუშინ "CNBC''-სის ტელევიზიით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მის მთავარ საზრუნავად დღემდე სწორი გზით ეკონიმიკის გაჯანსაღება რჩება.
პრეზიდენტი ობამა და ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დემოკრატების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღებას ნოემბრამდე გააგრძელებენ. შემდეგი შტატები, რომლებშიც ისინი საკუთარ მხარდაჭერას დააფიქსირებენ ოჰაიო, ვისკონსინი, ნევადა და პენსილვანია გახლავთ. ეს ის მნიშვნელოვანი შტატებია, რომლებში გამარჯვებითაც დემოკრატები ნოემბრის არჩევნების შემდეგ კონგრესზე კონტროლს დაამყარებენ.