კიბერ სივრცეში ახალი ვირუსი სტაქსნეტი გაჩნდა. ეს ვირუსი უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ბირთვულ და ინდუსტრიულ ობიექტებს. პრობლემა შეიქმნა, როგორც ევროპაში და შეერთებულ შტატებში, ასევე აზიის ქვეყნებში. გავრცელებული ცნობების თანახმად სტაქსნეტი შეიჭრა ირანის ბუშერის ბირთვული ელექტროსადგურის საკომპიუტერო სისტემაში. კიბერსივრცის უსაფრთხოების სააგენტოდ ცნობილი ორგანიზაციის პრეზიდენტის სამი საიჯარის თქმით ის ფაქტი, რომ სტაქსნეტი გაჩნდა იმაზე მიუთითებს, რომ ზოგიერთები მუშაობენ, რათა კიბერდარტყმა მიიტანონ ინდუსტრიულ კომპიუტერულ სისტემაზე.
-“ინდუსტრიული ობიექტების კომპიუტერული სისტემების მიზანში ამოღება, რაც თავისთავად დიდ საფრთხეს უქმნის თვით ამ სისტემებს და ადამიანებს, რაღაც ახალია. „
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სტაქსნეტის სამიზნეა კომპიუტერული კონტროლის სისტემები, მაგალითად ისეთი, როგორიც გააჩნიათ ბუშერის ატომურელექტროსადგურზე. მათივე თქმით, ხვდება რა ამგვარი ელექტროსადგურის კომპიუტერულ სისტემაში სტაქსნეტი პირველ რიგში ინფორმაციას იპარავს და სისტემა გამოყავს მწყობრიდან, რაც შემდგომში იწვევს ელექტროსადგურის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტების მწყობრიდან გამოყვანას, როგორიც არის რეაქტორების გაგრილების სისტემა. სამი საიჯარის აზრით ეს საფრთხე მხოლოდ ბირთვულ ელექტროსადგურებს არ ემუქრება.
-„ნებისმიერი ინდუსტრიული კომპლექსის კომპიუტერულ სისტემას, მაგალიტად ქიმიური ქარხნისა კატასტროფა ემუქრება, რამაც შეიძლებაიგივე კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს, რასაც ადგილი ინდოეთში, ბჰოპალში ჰქონდა, როდესაც ქიმიურ კომბინატში მომხდარი აფეთქების შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა.“
დღემდე ბუშერის გარდა მსოფლიოში სამოცი ათასი კომპიუტერის იმფიცირება მოხდა ამ ვირუსით. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ზოგ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ამგვარი ვირუსის შექმნას ვერ შესძლებდა ერთი ან რამოდენიმე ინდივიდუმი. აქ როგორც სჩანს საქმე გვაქვს სახელმწიფოს მიერ შედგენილ პროგრამასთან. ამ კონტექსტში ასახელებენ აშშ-სა და ისრაელს, რომელთაც გააჩნიათ ამგვარი ვირუსის შექმნის პოტენციალი და პოლიტიკური მოტივი, რათა მათთვის არასასურველ ობიექტებზე მიიტანონ კიბერდარტყმა.
სხვების აზრით მაინც არ არის გამორიცხული ის, რომ ამგვარი ვირუსი მაღალი დონის სპეციალისტებს შეემუშვებინათ. მეორე ჯერ-ჯერობით გაურკვეველი საკითხია ის თუ როგორ ახერხებს ეს ვირუსი ბიშერის მსგავსი სადგურების კომპიუტერულ სისტემაში შეღწევას. საქმე იმაშია, რომ ინდუსტრიული ცენტრების კომპიუტერული სისტემები საერთოდ არ არის დაკავშირებული ინტერნეტთან. აი რა მოსაზრება გამოთქვა ჩვენთან საუბარში ინტერნეტუშიშროების კომპანიის ესეტის დირექტორმა რენდი აბრამსმა.
-„ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც შესაძლოა, რომ ეს ვირუსი ასე სწრაფად გავრცელდა მთელ რიგ ქვეყნებში და შეაღწია კომპიუტერული უსაფრთხოების სისტემებში არის კომპიუტერული უსაფრთხოების სისტემების თაობაზე კონფერენციები. შესაძლებელი იყო ამ კონფერენციაზე ვირუსის მატარებელი მინიდრაივერის ერთ-ერთ იმ კომპიუტერში მიერთება, რომელსაც ამგვარ კონფერენციებზე პრეზენტაციებისას იყენებენ. ამის შემდეგ კი იუესბი პორტებით ამ ვირუსის გავრცელება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.“
ერთი რამ ნათელია სტაქსნეტი უდიდეს საშიშროებას უქმნის ინდუსტრიული ობიექტების კომპიუტერული დაცვის სისტემებს და რომ დროა მთავრობებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ კიბერუსფრთხოების სისტემების გაუმჯობესებას.