ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირთვული ჩიხი


ბირთვული ჩიხი

ირანის მინისტრი და ატომური სააგენტოს შეფი ვერ შეთანხმდნენ

ირანის და საერთაშორისი ატომური ენერგიის სააგენტოს მოლაპარაკებები როგორც ჩანს ჩიხში შევიდა. თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები ვენაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს და სააგენტოს ხელმძღვანელს შორის გაიმართა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აქბარ სალეჰიმ დღევანდელ შეხვედრას პოზიტიური უწოდა და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება თანამშრომლობის ახალი მექანიზმის შესამუშავებლად საექსპერტო ჯგუფის შექმნის შესახებ. თუმცა ატომური სააგენტოს შეფმა იოკიო ამანომ განაცხადა, რომ ირანი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. სააგენტომ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ირანი არ თანამშრომლობს გაეროს ექსპერტებთან ბირთვული პროგრამის ინსპექტირების თაობაზე. როგორც ცნობილია, დასავლეთის ქვეყნები სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით ირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში სდებენ ბრალს, თუმცა თეირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა განკუთვნილი.

XS
SM
MD
LG