კონგოში ტრაგედიის მსხვერპლი ზუსტდება. სულ ცოტა 230 ადამიანი დაიღუპა ნავთობის ტანკერის აფეთქების შედეგად.გაეროს, წითელი ჯვრისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ასევე დაშავებულია 200 ადამიანი.
ტრაგედია კონგოსა და ბურუნდის საზღვრის ახლოს, სოფელ სანგესთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტანკერი ჯერ გადაბრუნდა, რის შემდეგაც ხალხმა იქიდან დაღვრილი ნავთობის შეგროვება დაიწყო. აფეთქება სწორედ ამ დროს მოხდა. ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ დაზიანდა და დაინგრა ახლოსმდებარე სახლები. წითელი ჯვრის მონაცემებით, დაღუპულთა შორის 61 ბავშვია.