ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ხმის სტუმარი - მერობის კანდიტატი დავით იაკობიძე


ამერიკის ხმის სტუმარი - მერობის კანდიტატი დავით იაკობიძე
ამერიკის ხმის სტუმარი - მერობის კანდიტატი დავით იაკობიძე

ბატონმა დავითმა ინტერვიუში მის საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით თბილისის მართვა უნდა იყოს დემოკრატიულ საფუძველზე და ყველა თბილისელი უნდა მონაწილეობდეს მისი ქალაქის განვითარებაში. მისივე თქმით, თბილისი გლობალურ გარემოში, გლობალიზაციის უკიდეგანო სივრცეში უნდა გახდეს ქართული ეკონომიკის, ქართული კულტურის, ქართული მეობის ფლაგმანი და გამტანი. –„თბილისი უნდა იყოს სამაგალითო ქალაქი, რომელიც იქნება ყველა ქართული ქალაქისათვის მაგალითის მიმცემი, თბილისი უნდა იყოს ყველა ქართველის შემოქმედებითი აქტივობის პრეზენტატორი და მსოფლიო ბაზარზე გზაგამკვლევი. ჩემს პროგრამაში მთავარი ასპექტი გახლავთ ის, რომ ქალაქი, როგორც მუნიციპალური ხელისუფლება, როგორც თვითმართული ერთეული უნდა დამკვიდრდეს ინსტიტუციონალურად და იგი უნდა გაემიჯნოს ბევრ საკითხში ცენტრალურ ხელისუფლებას“-დასძინა ბატონმა დავითმა.

XS
SM
MD
LG