ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სტუდენტების ახალი მისწრაფება


ამერიკელი სტუდენტების ახალი მისწრაფება
ამერიკელი სტუდენტების ახალი მისწრაფება

აშშ-ში სპარსული და არაბული ენების შესწავლის მსურველთა რაოდენობა სამჯერ გაიზარდა.

საზაფხულო არდადეგები დასრულდა. ამერიკელი სტუდენტები ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან. ამერიკელ სტუდენტებში პოპულარული გახდა არაბული და სპარსული ენების შესწავალა.

დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრი ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტი ამერიკელ სტუდენტებს სპარსულის, არაბულისა და ებრაული ენების შესწავლის საშუალებას აძლევს. ინსტიტუტის სტუდენტები, რომლებიც სპარსულსა თუ არაბულს უკვე სამი თვეა სწავლობენ თვლიან რომ სპასრულის გრამატიკა რთული არ არის.

როგორც ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის კოორდინატორი ფარიმაზ ფირუზი ამბობს, სპარსული და არაბული ენების შესწავლის მსურველთა რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. ინსტიტუტის სტუდენტები ახალგაზრდა ამერიკელები არიან, რომლებსაც ფედერალურ სამსახურებში მოღვაწეობაზე უჭირავთ თვალი.

"მსოფლიო ახალი ამბების გავლენის ქვეშ მოქცეული სტუდენტები ავღანეთითა და ირანით არიან დაინტერსებულები" - ამბობს ფარიმაზ ფირუზი

თანამედროვე ენათა ასოციაცია უმაღლეს სასწავლებლებში თვალყურს ადევნებს უცხო ენების შესწავლის მსურველებს. მათი გამოკვლევის თანახმად, 2002-2006 წლებში არაბულ ენაზე მოთხოვნა 125, ხოლო სპარსულ ენაზე 75 პროცენტით გაიზარდა.

"2001 წლის შემდეგ შევამჩნიეთ, რომ მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, იძულებულები გავხდით არაბული და სპარსული ენების მასწავლებლები და ინსტრუქტორები დაგვექირავებინა."-აღნიშნავს ბატონი ფირუზი.

ჩნდება კითხვა: რატომ გაიზარდა ინტერესი არაბული და სპარსული ენების მიმართ?

ბევრ ამერიკულ სამსახურებში არაბულისა და სპარსული ენების ელემენტრარულ ცოდნას ითხოვენ. საინფორმაციო ტექნოლოგიის სფეროში, საკონსულტაციო ფირმებში, ფედერალურ თუ სამხედრო სამსახურებში უცხო ენების მცოდნე დაზვერვის ანალიტიკოსებს და კომპიუტერის სპეციალისტებს ეძებენ. ჯეისონი თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში უცხო ენებსა და სათარჯიმნო პროექტებს კურირებს.

"ჩემი სამსახურიდან გამომდინარე არაბული თუ სპარსული ანბანის შესწავლა ხელსაყრელია აღმოჩნდა, რადგანაც მოთხოვნილება ამ ენებზე ყოველდღიურად იზრდება."-ამბობს ბატონი ჯეისონი.

მთავრობა არაბულსა და სპარსულს კრიტიკული ენების სიაში ათავსებს. 2008 წლიდან საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებიც თავიანთ სასწავლო პროგრამის უცხო ენათა სიაში არაბულსა და სპარსულს შეიტანს უორმაგდება ბიუჯეტი. ამერიკის მთავრობას მიზნად აქვს დასახული კრიტიკული ენების შესწავლა საშუალო სკოლებიდან დაიწყოს. არაბულისა და სპარსული ენების შესწავლის მსურველთა რაოდენობა იზრდება, მაგრამ ამერიკულ სამსახურებში ენის მცოდნეთა მოთხოვნა შესაძლებლობებს ვერ აკმაყოფილებს. 2008 წელს შეერთებულ შტატებში არაბულისა და სპარული ენების სპეციალისტის დიპლომი მხოლოდ 13 სტუდენტმა აიღო.

XS
SM
MD
LG