ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორი რობერტ ბერდი გარდაიცვალა


სენატორი რობერტ ბერდი გარდაიცვალა
სენატორი რობერტ ბერდი გარდაიცვალა

დასავლეთ ვირჯინიის შტატის სენატორი კონგრესში პირველად 1952წელს აირჩიეს.

დემოკრატი სენატორი რობერტ ბერდი ,რომელიც ათეული წლების მანძილზე შეერთებული შტატების კონგრესის წევრი იყო, 92 წლის ასაკში ვაშინგტონის ერთერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დასავლეთ ვირჯინიის შტატის სენატორი კონგრესში პირველად 1952 წელს აირჩიეს. მიუხედავად იმისა,რომ უკანასკნელ პერიოდში რობერტ ბერდს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა, საკუთარი რეპუტაციისა და გავლენის საშუალებით მშობლიურ შტატს ფედერალური ხარჯებით არაერთხელ დაეხმარა.

მიუხედავად იმისა,რომ წარსულში სენატორი ბერდი რასობრივი სიძულვილით გამოირჩეოდა და კუკლუქსკლანის ჯგუფის წევრიც იყო, 2008 წელს საპრეზიდენტო კამპანიის დროს მან ბარაკ ობამას კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

სწორედ ამ კამპანიის დროს მოიხადა რობერტ ბერდმა საკუთარი წარსულის გამო ბოდიში და აღიარა,რომ ახალგაზრდობაში ჩადენილ ყველა შეცდომას მწარე სინანულით განიცდიდა.

XS
SM
MD
LG