ბატონმა გოგიმ ამერიკის ხმასთან საუბარში მის საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პროგრამის ძირითადი პუნქტებია: რეალური თვითმმართველობის დამკვიდრება, ქვეყანაში ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბება, ცივილური საბაზრო ეკონომიკა, ახალი საგადასახადო კოდექსის შექმნა, რაც ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებისთვის. ეკონომიკური აქტიობის წახალისება რეგიონებში, საერთაშორისო კრედიტებისა და ვალების აღების სისტემის გადასინჯვა. –„ ეს ყველაფერი რეალურად შეიძლება განხორციელდეს, რადგანაც თბილისის მერს დიდი უფლებამოსილება გააჩნია“- აღნიშნა ბატონმა გოგიმ.