ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა 26 მარტს მომხდარ ინციდენტზე განცხადებას აკეთებს


სამხრეთ კორეა 26 მარტს მომხდარ ინციდენტზე განცხადებას აკეთებს

სეულში გაკეთებული ოფიციალური განცხადების თანახმად 26 მარტს მომხდარი ინციდენტისათვის პასუხისმგებლობა ჩრდილოეთ კორეას უნდა დაეკისროს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ კორეის სამხედრო ხომალდის მიმართულებით ჩრდილოეთ კორეის წყალქვეშა ნავიდან ტორპედო იქნა გატყორცნილი. აფეთქების შედეგად სამხრეთ კორეელი 46 მეზღვაური დაიღუპა. თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც მხარს უჭერს სამხრეთ კორეის მთავრობის განცხადებასდა მასში ამ ინცდენტს აგრესიულ აქტს უწოდებს, რომელიც მსოფლიოში მშვიდობას უქმნის საფრთხეს. სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სეული მკაცრ ზომებს გაატარებს ჩრდილოეთ კორეის მიმართ.

XS
SM
MD
LG