ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედებმა "კოფიმიზმი" ეკლესიად ცნეს


შვედებმა "კოფიმიზმი" ეკლესიად ცნეს

ჯგუფი "კოფიმიზმი" საკუთარ თავს რელიგიურ ორგანიზაციას უწოდებს

შვედეთის მთავრობამ ეკლესიად აღიარა რელიგიური ჯგუფი, რომელიც საავტორო უფლებების დაცვის წინააღმდეგ ილაშქრებს.

ჯგუფი "კოფიმიზმი" საკუთარ თავს რელიგიურ ორგანიზაციას უწოდებს და მიიჩნევს, რომ ინფორმაციის გაცვლა ღვთისგან ბოძებული საჩუქარია.

კოფიმიზმის თვითმარქვია "სულიერი ლიდერი" - 20 წლის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი ისაკ გერსონი აცხადებს, რომ შვედეთის მიერ ეკლესიად ჯგუფის აღიარება წინგადადგმული ნაბიჯია. მისი თქმით, საზოგადოებისგან აღიარება ჯგუფის წევრებს მუდმივი დევნისა და მოსალოდნელი საფრთხისგან დაიცავს.

XS
SM
MD
LG