განრისხებულ ბედუინები ისრაელის პოლიციას ქვებით გაუმaსპინძლდნენ. შეტაკება არალეგალურად აშენებული მეჩეთის დანგრევის ირგვლივ ატყდა.
ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ასობით პოლიციელი ბედუინთა ქალაქში რაჰათში გადასხეს. ამავე განცხადების თანახმად, მეჩეთი სპეციალური ნებართვის გარეშე აშენდა და შესაბამისად, უნდა დანგრეულიყო.
ისრაელის მთავრობამ ასევე ბრალი დასდო მეჩეთის მშენებლობის სპონსორებს, მეამბოხე დაჯგუფებასთან ჰამასთან თანამშრომლობაში.
პოლიცის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად. არავინ დაშავებულა.
ქალაქ რაჰატის მერმა მეჩეთის დანგრევის შემთხვევაში, ქალაქის მაცხოვრებლებს საპროტესტო დემონსტრაციისკენ მოუწოდა.
ქალაქში ჰამასის წარმომადგენელმა ხმამაღლა განაცხადა, რომ დანგრეულ მეჩეთს ხელმეორედ ააგებენ.