ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ ყაიდას ლიდერი განადგურებულია


ალ ყაიდას ლიდერი განადგურებულია
ალ ყაიდას ლიდერი განადგურებულია

იაზიდი, რომელიც ასევე ცნობილი იყო სახელით შეიხ საიდ ალ მასრი, ალ ყაიდას ერთ-ერთი დამფუძნებელი და ოსამა ბინ ლადენის უახლოესი მრჩეველი იყო.

ალ ყაიდას განცხადებით, ორგანიზაციის რიგით მესამე ლიდერი პაკისტანში იქნა მოკლული.

მისი სიკვდილი ტერორისტული ორგანიზაციისთვის დიდი დანაკარგია.ალ ყაიდამ მუსტაფა აბუ ალ-იაზიდის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით გამოაქვეყნა.

პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით, იაზიდი და მისი ოჯახი ამერიკული დრონით მიტანილი თავდასხმის შემდეგ, გასულ თვეს ჩრდილოეთ ვაზირისტანში მოკლეს.

ამერიკის სადაზვერსვო სამსახურის ერთ-ერთმა მაღალჩინოსმანმა განაცხადა, რომ იაზიდის მოკვლა კონტრ-ტერორიზმში „დიდი გამარჯვებაა.“

ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებით, იაზიდი, რომელიც ასევე ცნობილი იყო სახელით შეიხ საიდ ალ მასრი, ალ ყაიდას ერთ-ერთი დამფუძნებელი და ოსამა ბინ ლადენის უახლოესი მრჩეველი იყო.

XS
SM
MD
LG