ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს თურქი ჟურნალისტების ბედი აწუხებს


აშშ-ს თურქი ჟურნალისტების ბედი აწუხებს
აშშ-ს თურქი ჟურნალისტების ბედი აწუხებს

თურქეთის მედიამ გამოაცხადა რომ 60 ჟურნალისტი პატიმრობაში იმყოფება.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ამბობს, მას აღელვებს თურქეთში მედიის მდგომარეობა. თურქეთის მედიამ გამოაცხადა, რომ 60 ჟურნალისტი პატიმრობაში იმყოფება.

კლინტონმა დღეს სატმბულში განაცხადა, რომ ჟურნალისტების შევიწროება თურქეთის ინტერესებში არ შედის. მან იქვე დასძინა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ამ სფეროში გარკვეულ შეფერხებებს განიცდის.

კლინტონმა შეაქო თურქეთის მთავრობა პოლიტიკურ და ეკონომიკურ წინსვლასთან დაკავშირებით. მან იქვე დაამატა, რომ რეგიონში თურქეთის დემოკრატიული წინსვლა სამაგალითოა.

თურქეთის ევროკავშირის წევრობის საკითხი 2005 წელს წამოიჭრა, თუმცა მოლაპარაკება მას შემდეგ შენელდა, რაც ამ პროცესს წინააღმდეგობა გაუწიეს გერმანიამ და საფრანგეთმა.

ამ ეტაპზე ევროკავშირის და თურქთის ოფიციალური პირები კვიპროსისთვის თურქეთში პორტების გახსნასთან დაკავშირებით მსჯელობენ.

XS
SM
MD
LG